მოსკოვსა და ნოვოსიბირსკში პოლიციამ დააკავა მოქალაქეები, რომლებიც პატივს მიაგებდნენ ნავალნის ხსოვნას

მოსკოვის პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც ბორისოვის სასაფლაოზე მივიდნენ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად – იუწყება OVD-Info თვითმხილველზე დაყრდნობით. პოლიციამ სასაფლაოზე ჯერ დააკავა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ექსტრემისტული სიმბოლოების ტარებაში დასდო ბრალი, – ამბობს თვითმხილველი. ამას მოჰყვა მეორე ქალის დაკავება, რომელმაც პოლიციას მოუწოდა, ახალგაზრდა ქალისთვის თავი დაენებებინათ. ნოვოსიბირსკში პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც ყვავილებით […]
პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი რომელიმე ქვეყნის მხრიდან, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები – პრემიერი

პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი რომელიმე ქვეყნის მხრიდან, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები – პრემიერი ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუქარის […]
სალომე ზურაბიშვილმა არჩევანი კიდევ უფრო ცხადი გახადა, როდესაც ორჯონიკიძეების სია შეადგინა ომის ქარტიის სახით – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს კურსს ადგენს და აფასებს ქართველი ხალხი და არა რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. „ქვეყნის პოლიტიკასა და საგარეო კურსს განსაზღვრავს და აფასებს ქართველი ხალხი და არა უცხო ხალხი. ეს ჰგონიათ ჩხიკვაძეებს და საბანაძეებს – ასეთ ორჯონიკიძეებს, რომ სხვა ქვეყანამ უნდა შეგვიფასოს, ჩვენ მოსაწონი კურსი გვაქვს […]
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება “საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 […]
წულუკიანს კინოცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოუგეს

2 წლიანი დავის შემდეგ კინოცენტრიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგეს. კერძოდ, სამართლიანი არჩევნების ცნობით, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების: ბესიკ სოლომანაშვილის, ნანა დოლიძის, დავით ფირცხალავას, ია შუღლიაშვილის, ნინო შველიძისა და იოსებ ბლიაძის სარჩელი საქართველოს კინოცენტრის წინააღმდეგ. შედეგად, სასამართლომ ბათილად ცნო ამ ადამიანების გათავისუფლება და ცენტრს ხელშეკრულებით გათვალისწინებული […]
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სია ცნობილია

საქართველოს პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების სიას ავრცელებს. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე – ქართული ენის მასწავლებელი, თბილისის 34-ე სკოლის დირექტორი. დონარა (დოდო) შონავა – “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტთა რესურს ცენტრის მედია მწვრთნელი გიორგი იაკობაშვილი – 2017-2020 წლებში საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის, For.ge-ს დამფუძნებელი. იზაბელა ოსიპოვა – 2024 წლის […]
კონკრეტული არასამთავრობოები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას

კონკრეტული არასამთავრობოები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას კონკრეტული არასამთავრობოები, მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ქმედება. „ჩემთვის […]
როცა საქვეყნო საქმე ბოთლის თავსახურებითაც კეთდება — ტენესა და პირველი ქართული USB კაბელების ამბავი

არ გამომდის, უნდა შევეშვა, შევრცხვები და ფინანსურად ვიზარალებო, ფიქრობდა სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი. ბუნებრივადაც შეიძლება მივიჩნიოთ მისი განწყობა — ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე 500-600-ჯერ მაინც ცდილობდა და მაინც არაფერი გამოუვიდა. ვერც თავად გეტყვით, ასე როგორ დაემთხვა, მაგრამ ბოლო, სასოწარკვეთილმა, ცდამ გაამართლა. სანდრომ შეძლო და პირველი ქართული USB კაბელი დაამზადა. ეს 2020 წლის დასაწყისში მოხდა. ტენეს, […]
ზელენსკი საფრანგეთში შეხვდება ბაიდენს და მაკრონს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში საფრანგეთში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრა გაიმართება ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის დღის მე-80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად – აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი 4 ივნისს. ზელენსკის 7 ივნისს პარიზში უმასპინძლებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც – აცხადებს ელისეს სასახლე. პარალელურად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ამბობს, რომ […]
აპრილში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 69.8 მლნ ლარით გაიზარდა

აპრილში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 69.8 მლნ ლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 55.0 მლნ ლარით შემცირდა. „ერთდღიანი სესხის ნაშთი 215.0 მლნ ლარით შემცირდა. აპრილში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, აპრილში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 270.0 […]