შალვა პაპუაშვილი – ვისურვებდი, ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარულად, სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში

როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი საქართველოში პოლიტიკური მიზნებისთვის იხარჯება. „მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომლებიც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი […]
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ჩინეთს, რომელმაც გაეროში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციის კენჭისყრაზე თავი შეიკავა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. „შარშან პირველად, ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო […]
პუტინი ღია სივრცეში ჯავშანჟილეტით დადის – მედია

რუსეთის სპეცსამსახურებმა უპრეცედენტოდ გააძლიერეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ისედაც მაღალი დონის დაცვა. პუტინი ღია სივრცეში საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტით დადის, რაც უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი წერს. ორმა ჩინოვნიკმა და კრემლთან დაახლოებულმა პირმა, რომლებსაც მსგავს ღონისძიებებზე პუტინი ახლოდან უნახავთ, გამოცემას უთხრეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჯავშანჟილეტს იყენებს მინიმუმ 2023 წლიდან. უსაფრთხოების საკითხთა ბრიტანელმა […]
“ევროპის ჩემპიონატზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე” – კილიან მბაპე

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა კილიან მბაპემ ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები შეადარა. საფრანგეთის ნაკრების შემტევის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უფრო რთულია. “ევროპის ჩემპიონატზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი აზრით, მოახლოებულ ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც კი ძალიან რთულია. ევროპის ჩემპიონატი ბოლოს 24 წლის წინ მოვიგეთ, რაც ძალიან დიდი დროა. რა თქმა უნდა, ტურნირის ტრიუმფით დასრულებას […]
ორი ქართველის, ნატალი საბანაძის და ივანე ჩხიკვაძის მოხსენება იყო ქართული სახელმწიფოსადმი გაფორმებული მოღალატეობრივი აქტი
სამივე განცხადება შინაარსობრივად “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მესიჯია, დღემდე ვერ მოხერხდა გარეთ ხალხის კრიტიკული მასის გამოყვანა, ამიტომ დასავლეთიცა და ქართული ოპოზიციური სპექტრიც ცდილობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდება და ამ მოტივით მოხდება ხელისუფლების შეცვლა რომელიც ეროვნული პოლიტიკის გამო მიუღებელი გახდა მათთვის, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, აშშ-ის კონგრესში ნატალია საბანაძის, […]
საკუთარი თავის უპატივცემულობაა ვანო ჩხიკვაძეს და ნატალია საბანაძეს ქართველები ვუწოდოთ. ესენი იყვნენ ტიპიური მონები და მოღალატეები

„საკუთარი თავის უპატივცემულობაა ვანო ჩხიკვაძეს და ნატალია საბანაძეს ქართველები ვუწოდოთ. ესენი იყვნენ ტიპიური მონები და მოღალატეები,“-ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, ფონდ “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ივანე ჩხიკვაძის და საქართველოს ყოფილი ელჩის ევროკავშირში ნატალია საბანაძის სიტყვით გამოსვლას. ქართველიშვილის თქმით, წარმოუდგენელი ფენომენი აღიზარდა ლიბერალური ფაშიზმის წიაღში, სადაც ერთმანეთს ასწრებენ არა “საკუთარი […]
ოპოზიციამ ფაშიზმი და ბოლშევიზმი ერთ იდეოლოგიად აქცია და ბოლშევიკური ღალატის ფაშისტური აღსრულება შემოგვთავაზა

„რაც გუშინ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არის კლასიკური ბოლშევიზმი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წინა საუკუნეში ამას მალულად აკეთებდნენ, დღეს კი „პროგრესი” გვაქვს და ბოლშევიკური ღალატის, საკუთარი ქვეყნის დასმენის ღია, საჯარო პროცესი შემოგვთავაზეს,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით აშშ-ს კონგრესში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ […]
თუ არ მოხდება სახელმწიფო აქტივების აგრესიული პრივატიზაცია, რამხელა ეკონომიკური ზრდაც არ უნდა გვქონდეს, მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ – გიგა თვაური

საქსტატის მონაცემებით ბოლო 4 თვეში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეკონომიკური ზრდა, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ეკონომისტმა გიგა თვაურმა ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია რამდენიმე ცვლადზე. „საგარეო ვაჭრობაში იანვარ-აპრილში გვაქვს 2,7%-იანი კლება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტში 18,1%-იანი კლება, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს. ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელი არის გადმორიცხვები, რაც აპრილის თვეში […]
ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი 2024 დაიწყო – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით, მეხუთედ, სტუდენტური ღონისძიება – ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი დაიწყო. კონკურსი განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. მისი მიზანია აღმოაჩინოს სხარტი, სიახლეებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს გუნდებად, 3-ეტაპიან კონკურსში შეეჯიბრებიან. კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა და ის 3 […]
ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას – ირაკლი კობახიძე

ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. „ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ […]