სერგო ჩიხლაძე – რეზოლუციასთან დაკავშირებით ჩინეთმა დაიკავა ისეთივე პოზიცია, როგორიც ნიკარაგუამ, კუბამ, ირანმა, ბელარუსმა – ჩინეთი არ ჯდება მეგობრულ და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში

ტოტალიტარული რეჟიმები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილები და ერთმანეთის გაძლიერებას ცდილობენ – სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები ასე არ იქცევიან , – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომელიც გაეროში მიღებულ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციაზე, ჩინეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, […]

შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს მხოლოდ ორი არჩევანი იქნება – ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა – მეორე მხარეს, შულავერის კომიტეტის წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია

26 ოქტომბერს მხოლოდ ორი ფლანგი და ორი არჩევანი იქნება. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, ქართველი ხალხი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკა. მეორე მხარეს, შულავერის კომიტეტის წევრები, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეების სია, რომელიც არის ის ხალხი, რომლებიც უცხო ქვეყანაში ჩადიან და ჩვენებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აძლევენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, […]

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის […]

წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – საქართველოში ამინდი უარესდება

წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – საქართველოში ამინდი უარესდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. დღის მეორე ნახევრიდან სითბოს ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. 7-8 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში 6 ივნისს ცხელი და უნალექო […]

ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი 2024 დაიწყო – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკისა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით, მეხუთედ, სტუდენტური ღონისძიება – ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი დაიწყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით 3 ივლისს დაიწყება. 3 ივლისს პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ბოლო გამოცდა ფიზიკაში 26 ივლისს ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების განრიგი იხილეთ […]

ანტისაოკუპაციო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორში იარაღის უკანანო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს

გორში, 4 ივნისს საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რესტო-ბარ “Black Stars-ის” მფლობელი იოსებ (სოსო) ბაბაევი დააკავეს. ბაბაევი ანტისაოკუპაციო პროტესტის აქტიური მონაწილეა წლების მანძილზე. როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბაბაევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. ბაბაევის ინტერესების დამცველი კახა კალმახელიძე, დაკავებულის […]

ირაკლი კობახიძე – გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა – მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია

მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისთვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა. „გაერო-ს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ […]

მიხეილ დაუშვილი – ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, მის განცხადებებს კი ვიზიარებ – სამწუხაროდ, „ოცნებამ“ დემოკრატია გაანადგურა

ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა – მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, “ოცნებამ” დემოკრატია გაანადგურა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ნატა […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისში, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის […]