მარგუს ცაჰკნა – მნიშვნელოვანია, ოქტომბერში ქართველმა ხალხმა არჩევნებში მონაწილეობით საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს, არჩევნები დემოკრატიული უნდა იყოს – ვფიქრობ, ნიღბები ჩამოხსნილია: ხელისუფლება სხვა გზას დაადგა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ქართველმა ხალხმა არჩევნებში მონაწილეობით საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს და ეს არჩევნები დემოკრატიული უნდა იყოს , – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ The Foreign Desk-თან ინტერვიუში განაცხადა. მარგუს ცაჰკნამ ლიეტუველ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის გადაწყვეტილების მიღების შესახებ ისაუბრა. „ფაქტობრივად, ამ […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ […]

“რაის რუსეთს ჩაგაბარეთ? პრეტენზია თუ გაქვთ დისკუსიაში დამიჯექით” – კობახიძის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ კანონთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს დისკუსიაში დაუჯდეს და ის საპირისპიროს დაუმტკიცებს. „კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია, ყველა გაექცა მას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში […]

დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული ჯავის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 35 წლის მოქალაქეს საერთო რეჟიმის კოლონიაში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი. 35 წლის გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია. დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, ის 2023 წლის ოქტომბერში გამყოფი ხაზის მიღმა სათევზაოდ იყო გადასული და ელექტროანკესით 25 კილოგრამი კალმახი […]

გია ხუხაშვილი – „ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი

საქართველოს საკითხზე აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა. – ბატონო გია, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ „აშშ დაიწყებს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას“. ამის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა – „ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია […]

„საქართველოს ბანკი“ და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

„საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ, რეგიონულ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, უფასო კონსულტაციები და სხვა უპირატესობები […]

“თეას უთქვამს, წილოსანს დავეკითხოთ; დაჩის დაუმორცხვია; ყაველაშვილის მახვილ თვალს ეს არ გამოჰპარვია…” – რომან გოცირიძე

“დაგიხატავ სამყაროს ცისარტყელის ფერებში, შენს ხმას ვეძებ ყოველთვის, წვიმის წვეთის ბგერებში, მოვალ, ჩაგეხუტები, ჩაგეკვრები ხელებში, შენთან ერთად ვიქნები შემოდგომის დღეებში”… საბავშვო ლექსი ყოფილა. ავტორი არ ვიცი. შვილის მოხუცი მშობლისადმი სიყვარულზეა, როგორც ჩანს. წულუკიანს აუკრძალავს, ორაზროვანიაო. ვიღაცას უთქვამს თათბირზე, იქნებ “ცისარტყელა” სხვა რამით შევცვალოთო, მაგ. “შემოდგომის ფერებითო”. არაო, მაინც იგივე გამოვაო, მოუჭრა თურმე თეიკომ. აკრძალეს. ასევე […]

პარლამენტის აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც შეუჩერეს

პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას. „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აქვეყნებს წერილს პარლამენტის აპარატის უფროს ქეთევან კვინიკაძის ხელმოწერით, სადაც აკრედიტაციის შეჩერების მიზეზად დასახელებულია, რომ 24 მაისს ქაჯაია აგრძელებდა დეპუტატის ჩაწერას მის მიერ ინტერვიუზე უარის თქმის მიუხედავად. დეპუტატის ვინაობა წერილში მითითებული არაა, თუმცა მელაძის თქმით, პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ გაიგეს, რომ საუბარია […]

“ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს” – გარი ნევილი

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველის თქმით, ინგლისი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. “მადრიდის “რეალში” ჯუდ ბელინგემმა პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარეთ საუთგეიტს უდიდესი პოტენცილის გუნდი ჰყავს. გასულ ორშაბათს, UEFA-ს სეზონის საუკეთესო გუნდი გამოქვეყნდა, სადაც ფილ ფოდენი, ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი მოხვდნენ. ეს […]

სახელმწიფო აუდიტის სამსახური – საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის გრძელვადიან განსახლებას არ საჭიროებდნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები საჯარო უწყებების მიერ ბიუჯეტის არარაციონალურად და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს მოიცავს. აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწიურ ანგარიშში წერს, რომ თბილისში, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია. გორში დევნილთა […]