ბესიკ ამირანაშვილი – კურორტი აბასთუმანი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ტურისტებისთვის

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმნის ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. “აბასთუმნის რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთისთვის და არა მარტო, უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ახორციელებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ხაზი ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთსა და ეკონომიკური ზრდის პირველი […]
როდის და რაშია მხილებული “ოცნების” რჩეული ჩინური კომპანია? – ბრალდებათა სია

ანაკლიის პორტს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია ააშენებს – პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ კონსორციუმში შემავალი კომპანიების შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველო აქვეყნებს და წერს, რომ 2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. “პორტის მშენებლობისთვის შერჩეული კონსორციუმში შედიან ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) […]
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა 1 კვირით იზღუდება

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, მოხდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში და მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის გამოყენებით.
საქართველო და სომხეთი 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადს შევიტანთ – ლევან კობიაშვილი

საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ერთობლივი განაცხადი წარადგინეს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამის შესახებ ცნობილი ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკნმა ჩაატარეს. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და სიმბოლურად მაისურები გაცვალეს. „ჩვენ ვართ ორი მეგობარი, მეზობელი და საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა. გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივ […]
ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა […]
9 ივნისს ასურეთში მეწარმე ქალის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

9 ივნისს, ასურეთში, სოფელ ელიზაბეტთალის ისტორიულ სადგურზე ოცი მეწარმე ქალის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აქტივობა ხორციელდება ,,mindworks’’-ის მიერ პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეხვედრისას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ახალ ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან და მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ბიზნესგარემო განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქვეყანაში მიღწეულ ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულ რეფინანსირების განაკვეთსა და ეკონომიკური ზრდის პირველი 4 თვის პარამეტრებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს BAG […]
ბათუმში სოციალური კაფე „სოციუმი“ გელოდებათ

ბათუმში, რამდენიმე თვეა რაც სოციალური კაფე „სოციუმი“ გაიხსნა. კაფე სოციალური საწარმო მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” ფარგლებში. „სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგ ცენტრი. „სოციუმი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. აქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კაფეს მენიუ ან შეიძინონ ნატურალური, […]
კომერციული და საოფისე ფართების შეთავაზება m²-ისგან

m²-ის მიმდინარე პროექტებში კომერციული და საოფისე ფართების შეძენა შესაძლებელია. ამ მხრივ გამორჩეული შეთავაზებაა m³ საბურთალოს პროექტში, რომელიც 8000-მდე მცხოვრებზეა გათვლილი. საცხოვრებელი და კომერციული ფართების გარდა, პროექტში გათვალისწინებულია საოფისე სივრცეების მოწყობაც, რაც დიდი და საშუალო ზომის ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, გუნდთან ერთად “m³ საბურთალოს” ინოვაციურ უბანში გადმოვიდნენ სამუშაოდ, ეს კი ტერიტორიაზე მომხმარებელთა მუდმივ სიმრავლეს უზრუნველყოფს. კომპანიაში აცხადებენ, […]