გიორგი რუხაძე – ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ ხელისუფლება დაინდეს, მე უარესებს ვიტყოდი – თუ ტრაექტორია და ხელისუფლება არ შეიცვალა, ამას ქვეყნის მომავალზე კატასტროფული გავლენა ექნება

მგონია, რომ ნატალი საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ხელისუფლება დაინდეს. მე რომ ვყოფილიყავი, უარესებს ვიტყოდი, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა. გიორგი რუხაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, „ჰელსინკის კომისიის“ წევრების შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათლილი. „მართლა ვინმეს ჰგონია, […]

იმ დროს, როდესაც აშშ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ისრაელი ღაზაში სამხედრო შეტევას აძლიერებს

ოთხშაბათს ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ცენტრალურ ღაზაში ახალი სამხედრო კამპანიის შესახებ გამოაცხადა. პალესტინელმა მედიკოსებმა თქვეს, რომ აშშ-ის და ყატარის შუამავლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინ, საჰაერო თავდასხმებმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა. „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული ფრთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ანკლავის ტერიტორიაზე ისრაელის ძალებთან შეტაკებები ჰქონდათ და ისინი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ჭურვებს ესროდნენ. იმ დროს, […]

გაერომ რუსეთი 2024 წლის გლობალური სასურსათო პროგრამიდან ჩახსნა

გაერომ რუსეთი 2024 წლის გლობალური სასურსათო პროგრამიდან ჩახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP – World Food Programme) ფარგლებში რუსულ კომპანიებს შეუზღუდეს წვდომა სურსათის მიწოდების ტენდერებზე, ამის შესახებ RBC-ს ბაზრის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, რომელიც ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მისი თქმით, პრობლემები 2024 წლიდან დაიწყო. ეს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის […]

გიგი წერეთელი – ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა აშშ-სთან საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად გამოვიყენოთ, მეგობრების მხრიდან ხელისუფლების დასანქცირებაზე საუბარი გვესმის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. ის ამით საქართველოს შესახებ ამერიკის კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ჩვენი პარტნიორებისგან ნათლად გვესმის, რომ საქართველოს მოსახლეობა ავტორიტარიზმისგან დაცული უნდა იყოს. „იმის ნაცვლად, რომ ზოგადად ჩვენი პარტნიორობა […]

თბილისის საკრებულოში პალერმოს მერის მოადგილეს უმასპინძლეს

თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ და საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, პალერმოს მერის მოადგილესთან, მაურიციო კარტასთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებით გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე თბილისსა და პალერმოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მაურიციო კარტა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „ზურაბ […]

“ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები” – კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია

“კორიერე დელა სერას” ცნობით, “ნაპოლის” ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუ შეიგულა. კონტეს ლუკაკუსთან წარმატებული მუშაობის გამოცდილება “ინტერიდან” აქვს და სურს ისეთივე იხილოს და არა იმდაგვარი, როგორიც გასულ სეზონში “რომაში” იყო. 31 წლის ბელგიელის კონტრაქტი “ჩელსის” ეკუთვნის, მისი ხელფასი 12 მილიონი ევროა, რაც შეიძლება “ნაპოლისთვის” პრობლემად იქცეს, ამიტომ კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი […]

ბოკერია გაერო-ს რეზოლუციაზე – ჩინეთი წლებია მხარს არ გვიჭერს, ეს სამარცხვინო ხელისუფლება კი თავშეკავებისთვის მადლობას უხდის

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მადლობა ჩინეთის მიმართ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ „რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს“. „საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, გენოციდისა და ეთნიკური […]

ელექტროენერგიის ტარიფის სიიაფით საქართველო რეგიონში მე-2 ადგილზეა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქმიანობის 2023 წლის ანგარიში პარლამენტს უკვე წარუდგინა. დოკუმენტში, მათ შორის, საუბარია, გასული წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფზე ქვეყანაში და ასევე მოცემულია შედარებითი ანალიზი – თუ რამდენს იხდის ჩვეულებრივი მომხმარებელი (არა ბიზნესი) ელექტროენერგიაში. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის სიძვირით მე-3 ადგილზეა […]

“ეგონა აღთქმულ “ბომონდში” იყო და სანაგვე ყუთში აღმოჩნდა” – სამადაშვილი

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი: სახე არავის შერჩა ქართულ ოცნებაში, მაგრამ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ის ხალხი, ვინც თან სამშობლოს ყიდის, თან ‘კარგ საზოგადოებაში’ ყოფნა უნდა. მათ ყველაზე მეტად დაკარგეს სახე. ვინ არის ‘ელიტა’ ამ ქვეყანაში, რომელმაც ამდენჯერ გამოიცვალა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფორმაცია, რთულად დასადგენია…(მე პირადად ვთვლი, რომ ბოლშევიკებმა ამოხოცეს ჩვენი ნამდვილი ელიტა და თანამედროვე საქართველოში ჩვენს ჯენზ-ის […]