„ტენე“ პირველი ქართული ელექტრო ველო-სკუტერ NicoNico-ს შექმნას აანონსებს

„ტენე“ პირველი ქართული ელექტრო ველო-სკუტერ NicoNico შექმნას აანონსებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ტენეს“ ფეისბუქს გვერდზე გავრცელდა. კომპანია ტენეს დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობა საბანკო კრედიტის, „აწარმოე საქართველოს“, ევროკავშირისა და USAID-ის გრანტების დახმარებით იგეგმება. მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩინელ პარტნიორთანაც. ელექტრო ველო-სკუტერს სახელი ნიკო ნიკოლაძის პატივსაცემად დაერქვა და საბაზისო მოდელის გასაყიდი ფასი 3900 ლარი იქნება. გავრცელებულ ინფორმაციას […]
ჩვენ მზად ვართ,ვიყავით და ვიქნებით პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის გუშინდელ კონგრესის სხდომას ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, მსგავსი საჯარო სხდომები ლუსტრაციას ახდენს და ქართველ ხალხს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება. როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, კონგრესმენებმა პირდაპირ თქვეს, რომ იმ შეხთხვევაში თუ საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება, მათ რევოლუციის მოწყობა სურთ. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო მზადაა ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები გააგრძელოს, თუ […]
ეს ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს – ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე
„ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა,“ – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, […]
ქართველმა ხალხმა დაინახა, რა გეგმები აქვთ უცხოელ „პარტნიორებს“
საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების ლუსტრაციად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საკითხის, კერძოდ „მეგობარი აქტის“ განხილვას. როგორც კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ მოსმენებზე ყველაფერი გამოაშკარავდა, კერძოდ ის, რომ მათ სურთ საქართველოში რევოლუციური გზით ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის უკრაინიზაცია. დავით კაჭარავას თქმით, ერთი მხრივ, […]
კარგად არის გასაანალიზებელი – რას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და რა საშიშროების წინაშე ვდგავართ ახლა ამ ზეწოლიდან გამომდინარე
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ში გამართულ კონგრესს ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, ის რაც გუშინ კონგრესზე ქართველმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, ცრუ დასმენაა, რაც მისთვის მიუღებელია. ყაველაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის მოსასმენად, უმჯობესი იქნებოდა, კონგრესზე ელჩიც მიეწვიათ. მისი თქმით, მაშინ როდესაც საუაბრაი სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე, თანასწორობასა და პარტნიორობაზე, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. „როგორ უნდა შეგეძლოს, საკუთარ ქვეყანაზე, […]
ირაკლი კობახიძე ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვულოცავ ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას. „საქართველოს და ინდოეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განვითარდა, რაც საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების […]
პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახლად რეაბილიტირებული „გმირთა ხეივანი“ დაათვალიერა

ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ბათუმს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა – ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს დღეს ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. პროექტის დეტალებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული […]
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. კერძოდ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ზვიად ცეცხლაძეს შორის. ვითარების დაძაბვა მოჰყვა ზვიად ცეცხლაძის სიტყვით გამოსვლას, რა დროსაც ცეცხლაძე პოლიციის თანამშრომლებს მიმართავდა, რომ პოლიცია მოქალაქეებს უნდა იცავდნენ, ამის ნაცვლად კი, “ბრმად ემორჩილებიან რეჟიმს”. ცეცხლაძის თქმით, მისი მიზანი არ […]
“დაღალე რეჟიმი” – “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

დღეს, 5 ივნისს ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები აქცია-მსვლელობას მართავენ თბილისში. აქციის ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი”. ისინი პარლამენტის შენობიდან დაიძრნენ და მსვლელობით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. “ძვირფასო პოლიციელებო, დღევანდელი ჩვენი აქციის მიზანი თქვენი დაღლაა”, – თქვა აქციის ორგანიზატორმა მას შემდეგ, რაც მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციამდე მივიდა. იქ მათ რამდენიმე ათეული სამართალდანცავი დახვდათ. საქართველოსა და ევროკავშირის გაშლილი […]
“ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება” – რატომ ითხოვა ბუდუ ზივზივაძემ მისივე განცხადებების წაშლა

გამოცემის ცნობით, ქარდების აღებამდე მას ჰკითხეს, რა ეპასუხათ ადამიანებისთვის, რომელთაც კითხვები გაუჩნდებოდათ და მედიის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძემ მათ მიწერა: “ვემზადები ევროპისთვის და ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება”. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე “ჯაფარას პოდკასტში” გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა: “ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის […]