ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა: „ნათსჯი“, „კულა“, „ბატონო“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“ და „ჩემპი“, რომლებმაც […]
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო რვა პირის მიმართ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც […]
უკრაინა და რუსეთი აცხადებენ, რომ ერთმანეთს კიდევ 20-მდე დრონი გაუნადგურეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერით“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობითვე, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 18 დრონიც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 17 დრონი […]
ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით თბილისში 44 წლის კაცი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, 44 წლის კაცმა ორი ადამიანი მოკლა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი დაკავებულის მეზობელია, მეორე კი ამ მეზობლის მეგობარი. ორივე მათგან შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული […]
ისრაელელმა ჯარისკაცებმა შეიარაღებული პირების ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც ღაზადან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ

ისრაელელმა ჯარისკაცებმა სამი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომლებიც ღაზის სექტორის რაფაჰის ტერიტორიიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის შემოწმებას, შეხვდნენ შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ავიაციამ შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ორი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. მესამე კი – ტანკიდან გახსნილ […]
თბილისში 83 წლის ქალს ეძებენ

მეორე დღეა, თბილისში 83 წლის ქალს ეძებენ. ინფორმაციას დაკარგულის ოჯახის წევრი, ნინი ბალახაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ძალიან გთხოვთ, სახლიდან გავიდა და შინ არ დაბრუნებულა 83 წლის მოხუცი ბებო. ვინმემ სადმე თუ შენიშნეთ ან შეხედეთ და იფიქრეთ რომ ეს ის ქალბატონია მარო ბებო გთხოვთ შემეხმიანეთ 571186848 არის შავ სამოსში ზედაც ქვედაც შავი ფერის აცვია უფრო ლილო, […]
თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

თბილისში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული მოკლულების მეზობელი იყო და მათ შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მკვლელობით დასრულდა.
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 6 ივნისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 6 ივნისს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7984; 1 ევრო – 3.0416; 1 ფუნტი – 3.5744; 1 ლირა კი 0.0861 ლარი ეღირება.
რის აშენებას გეგმავს „ჩაჩავას კლინიკა“ სახელმწიფოსგან 5.6 მლნ ლარად ნაყიდ მიწის ნაკვეთზე?

თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მთავრობამ გასულ წელს 5 580 000 ლარად გაყიდა და მეპატრონე სს „ჩაჩავას კლინიკა“ გახდა. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უკვე შეათანხმა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. „გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქციური […]
ოპოზიციური პარტიები, MEGOBARI ACT-ის ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს წერილით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები, MEGOBARI ACT-ის ინიციატორს, კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართავენ. წერილში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და NATO-ში, ისევე როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან. წერილში სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის შესახებაც არის საუბარი. “ქართველები მასობრივად გამოვიდნენ თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, […]