განგაშის სიგნალი დევდორაკში — ევაკუირებულია სასაზღვრო პუნქტი „დარიალი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შევიდა სასიგნალო შეტყობინება. როგორც შსს აცხადებს, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

6 ივნისის 08:06 საათზე რაჭაში მორიგი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ცხმორიდან 2 კმ-ში მდებარეობდა.
ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა ნათსჯი, კულა, ბატონო, არომაპროდაქტი, მაისი 2020, კამპა, ველინგტონი და ჩემპი, რომლებმაც გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: თხილი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები […]
მოტყუებით დაეუფლნენ ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს – სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა […]
სუს-ი – ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული […]
ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა გაერო-ს სკოლის შენობას დაარტყა და დაღუპულია ათობით ადამიანი

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზის სექტორის სამედიცინო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოში მინიმუმ 30 ცხედარი მიასვენეს. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. ისრაელის თავდაცვის ძალებში […]
Touch.Point 2024 სტარტაპებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს

14 ივნისს თბილისი რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება გააერთიანებს 25-ზე მეტ სესიას, მათ შორის ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციის წამყვანი სპეციალისტები კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა. დღის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ EURO 2024 დაწყებას […]
Mastercard და ლიბერთი ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელს, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, […]
ვარკეთილში ორი ადამიანის მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, კონფლიქტი, რომელსაც 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და 40 წლის ნიკა არჩვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაბადების დღეზე დაიწყო. როგორც მოკლული ნიკოლოზ არჩვაძის ახლობელი აცხადებს, არჩვაძე თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. „თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ცხოვრობდა. თბილისში სტუმრად იმყოფებოდა. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. ვიცი, რომ დაბადების დღეზე იყვნენ ერთად, […]
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნა

დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გაიხსნა. 2-დღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილება: ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ეკო-ტრანსპორტის […]