„მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს“ — მდინარაძე სანქციებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ სავიზო სანქციების დაწესებას ირონიულად ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ამბავს „ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ“. „მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ […]

რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები

რადგან რეალობა ამდაგვარია, რომ ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მითუმეტეს ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. “მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, ეს არის […]

ხუნდაძემ აშშ-ის სანქციებს „დასავლური დემოკრატიის შავი დღე“ უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი „ხალხის ძალიდან“ დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. პარლამენტარმა სანქციების დაწესება „დემოკრატიის უკუსვლად“ შეაფასა. „მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. [არის] დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური […]

ევროპის კრივის კავშირის (EBU) გენარალური ასამბლეა თბილისში

7-8 ივნისს თბილისში ევროპული მასშტაბის კრივის ფორუმი გაიმართება. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა ინიციატივითა და ორგანიზებით (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) EBU-ს გენერალური ასამბლეის 76-ე შეკრებას საქართველო უმასპინძლებს. 7 ივნისს შედგება EBU-ს მმართველი ბორდის შეხვედრა, ხოლო 8 ივნისს პრეზიდენტ პიტერ სტუკის ხელმძღვანელობით სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება გენერალური ასამბლეა, რომელსაც ევროპის 40-მდე ქვეყნის პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელი პირი დაესწრება. გენარალურ […]

თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა – ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში დააბრუნონ

„ქართული ოცნების“ ლიდერებსა თუ წევრებზე სანქციების დაწესება უმძიმესი ვითარებაა – როგორც ჩანს, აქამდე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანაგუნდელებს უმტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა, რასაც იმეორებდა ქალაქის მერიც და მათ ნახეს, რომ სანქციები რეალურად დადგა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან სანქციებზე საუბრისას განაცხადა. აქუბარდიას თქმით, ამერიკის სანქციები სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა […]

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა, – ინფორმაციას Reuters-ი „რესპუბლიკელ“ ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს. „აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის […]

გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო – ცვლილება 7 ივნისს ამოქმედდა

შს მინისტრის ბრძანებაში, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, შესული ცვლილებით, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა, მომსახურების სააგენტოში შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან წარადგინოს თანხმობა. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს პოლიციაში დაბარებული პირის არგამოცხადება ან/და საცხოვრებელ ადგილზე (იარაღის შენახვის ადგილზე) მისული […]

„ქვეყნებში, სადაც მთავრობა სანქცირებულია, სესხის პროცენტი, საშუალოდ, 8-10%-ით იზრდება“ – ვერა ქობალია

2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღების გამო, ხელისუფლების წევრების სანქცირება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე და შესაბამისად, მოქალაქეებზე. „ქვეყნებში, სადაც მთავრობა სანქცირებულია, სამომხმარებლო სესხის პროცენტი, საშუალოდ, 8-10%-ით იზრდება“, – თქვა ვერა ქობალიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო […]

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესა ბალახი და დაირგო 232 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის […]

კალაძე სანქციებზე: არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია

ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. არ ცვლის ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლას, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია ამ სანქციების. ერთხელ ვთქვით უკვე…. არანაირი შეტყობინება [არ მიმიღია], არასერიოზულია ყველაფერი, რაც ხდება, ღიმილისმომგვრელია. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. […] ვიღაცისთვის სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენს, […]