ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა, – ინფორმაციას Reuters-ი „რესპუბლიკელ“ ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს.
„აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ამერიკელ ხალხსა და მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს წარვუდგინო სიმართლე ჩვენი სამართლიანი ომის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს