თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად ირაკლი კობახიძე მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ესკორტის ორი მანქანა უნივერსიტეტის წინ გაჩერდა, რამაც აქციის მონაწილეების ყურადღება მიიქცია, რა დროსაც, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის საპარკინგე ზონაში შევიდა. აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელის წინ და ირაკლი კობახიძის გამოსვლას ელოდებიან. ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო […]

ქართველმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს 7 მედალი მოიპოვეს

ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველების წარმატებული ასპარეზობა გრძელდება – ჩემპიონატის მეორე დღეს მედლებს დაეუფლნენ: 🥇ოქრო: ნესტორ ხერგიანი (-73კგ) დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ) 🥈ვერცხლი: დავით უძილაური (-81კგ) გიორგი მოდებაძე (-100კგ) 🥉ბრინჯაო: ბადრი ბასოშვილი (-66კგ) დათო მეშველიანი (-100კგ) ირაკლი ახრახაძე (+100კგ) აღსანიშნავია, რომ ქართული ფინალის გარეშე მეორე დღესაც არ ჩაუვლია, ოქრო და ვერცხლი -100 წონით კატეგორიაში ქართველმა ვეტერანებმა დევიკო […]

რას გადაწყვეტს სანიოლი მამარდაშვილსა და კვარაცხელიასთან დაკავშირებით? – ქართველების საოცარი შედეგი და პირველი გამარჯვების სურვილი!..

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ავსტრიული ეტაპიდან მონტენეგროში გადადის, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრება. ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცაში, იქაური ნაკრების წინააღმდეგ, კვირას, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ითამაშებს. “ჯვაროსნებს” ევრომდე მხოლოდ ეს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვთ. თავის მხრივ, მონტენეგროელები სექტემბრამდე და “ერთა ლიგამდე” დაისვენებენ. ჩაკვეტაძემ მარტის შემდეგ ცოტა ითამაშა… მხოლოდ სტატისტიკას […]

ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე – ასეთი საჭიროება არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ საქმე ბირთვული დარტყმების გაცვლამდე არ მივა. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. “ბირთვული დოქტრინა გვაქვს, და იქ ყველაფერი წერია [ბირთვული იარაღის გამოყენებაზე]… გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევებში. არ ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევა დადგა, ასეთი საჭიროება არ არსებობს…თუ მივა […]

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები

ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან უკვე გახსნილი იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის თავისუფლების ინდექსით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას. “2024 წლის თავისუფლების ინდექსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ […]

ვის, როდის და როგორ შეუძლია ბანკის სესხის უკან დაბრუნება

პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, დისტანციურად თუ ფილიალში დადებული სასესხო ხელშეკრულება გააუქმონ. ეს ცვლილება ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების გასაუმჯობესებლად მიიღო, სტანდარტების ამაღლებას ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა. რადიო თავისუფლების სტატიაში განხილულია ვის, როდის და როგორ შეუძლია ბანკის სესხის უკან დაბრუნება. რა ტიპის სესხის გაუქმება შეიძლება და რა ტიპის არა? ნებისმიერის, იპოთეკური, ფინანსური გირავნობით […]

სატრანსფერო საგა იწყება – “ნაპოლი” ლუკაკუში 3-ჯერ ნაკლებს იხდის, ვიდრე “ჩელსის” სურს

“ნაპოლი” “ჩელსის” რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 15+3 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” ბელგიელის გასხვისებას 45 მილიონ ევროდ გეგმავენ. ცნობილია, რომ “ნაპოლის” ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს რომელუსთან მუშაობა ძალიან სურს, ტრანსფერზე კი ლუკაკუმაც თანხმობა განაცხადა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება. “ჩელსიმ” ლუკაკუ მეორედ 2021 წელს, 115 […]

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს. სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო. „ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 9 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 9 დრონი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი და ერთი X-59 მართვადი რაკეტა ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. „2024 წლის 8 ივნისის ღამეს, მტერმა რუსეთის კურსკის ოლქიდან Shahed 131/136-ის ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი და […]

ბუდუ ზივზივაძე: კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ – თითოეული თამაშის მოსაგებად გავალთ

“რამდენიმე ფეხბურთელს საკმაოდ გრძელი საკლუბო სეზონი გამოუვიდა და მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ნაწილმა კი ნაადრევად დავასრულეთ ჩემპიონატი. თუმცა, ჩვენც, ვისაც შედარებით ადრე დაგვიმთავრდა სეზონი, შეკრების პირველივე დღიდან კონცენტრირებულად ვემზადებით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ კონდიციები და სასურველ ფორმას მივუახლოვდით. მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციებში შევხვდებით. შედეგებიდან გამომდინარე კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარ. წარმატებული სეზონი […]