მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 8-10 ივნისს დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო შაბათ-კვირას – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8222 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0767 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.

შუქი მთელი დღით გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9-10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 9 ივნისს, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ […]

ბოდბის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბოდბის დედათა მონასტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულისტკივილით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა თამარ ჩაჩიბაია. თამარი არ იყო მონაზვნად აღკვეცილი, მაგრამ მთელი ცხოვრება ეკლესიას მიუძღვნა. ის დიდი ხანი იტანჯებოდა უკურნებელი სენით, რასაც მხნედ და უდრტვინველად იტანდა. მისი ცხოვრების წესი, სიყვარული ღმერთისა და ადამიანების მიმართ იმედს გვაძლევს, რომ უფალი მას წმინდა დედათა შორის მიუჩენს ადგილს! ყველაფერთან ერთად […]

კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

აქცია იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ კობახიძემ შენობის გვერდითა შესასვლელით ისარგებლა. „მონა“, „წადი“, „მოღალატე“ – ისმოდა შეძახილები აქციაზე, სადაც მცირე ხმაური მოჰყვა ახალგაზრდა კაცის დაპირისპირებას აქციის მონაწილეებთან, რომლებსაც ის „აგენტების კანონის“ წაკითხვისკენ მოუწოდებდა. ახალგაზრდა კაცი პოლიციამ ადგილიდან განარიდა. „რუსი კობახიძე შეიპარა ლექციაზე უკნიდან, […]

გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა

ქართველ მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გვანცამ გაავრცელა სოციალური ქსელით. “ძვირფასებო, გავხდი ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის 1 პრემიის მფლობელი, რამაც ძალიან გამახარა😍 ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით🇬🇪😍 მექნება მასტერკლასები და სხვადასხვა შემოთავაზებები კონკურსიდან, რაც ნიშნავს, რომ წინ ძალიან დატვირთული ზაფხული მელოდება. კონსერვატორიის […]

შეყვარებულის დედამ საწოლში 5 მეძავთან ერთად შეუსწრო – ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, ტომპსონს პატიმრობა ემუქრება

რუსული პრესის ინფორმაციით, 19 წლის ჩილელი ფორვარდი ჯორდი ტომპსონი, რომელიც “კოლო კოლოს” საკუთრებაა და გასულ სეზონში იჯარით “ორენბურგში” თამაშობდა, მორიგ უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა. ის იჯარის გასვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველ გუნდში დაიწყო ვარჯიში. ირკვევა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავის მეგობარ გოგონა მარია ჟოზეფა ნუნიესს უღალატა და საწოლში 5 მეძავთან ერთად ნებივრობდა, რა დროსაც მისთვის […]

სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით – მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ

სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა. „მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე. შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.

შალვა პაპუაშვილი – ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი – ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია

ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. […]

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიასა და კატარს ეწვევა და ოფიციალურ პირებთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავს. „მდივანი განიხილავს, თუ რა სარგებელს მოუტანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ისრაელელებსა და პალესტინელებს. ის ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს ღაზაში […]