ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსს, „ევროპის სახალხო პარტიას“(EPP) ექნება. გერმანული მაუწყებელი DW შუაღამის შემდეგ, 10 ივნისს გამოქვეყნებულ წინასწარ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 720-ადგილიან ევროპარლამენტში მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს 189 დეპუტატი ეყოლება. წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად EPP-ს 176 მანდატი ჰქონდა. მეორე ადგილზე ისევ სოციალ-დემოკრატები არიან. წინასწარი მონაცემებით, მათ ეყოლებათ 135 […]

ბენი განცმა ომის კაბინეტი დატოვა

ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბენი განცმა ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შექმნილი ომის კაბინეტი დატოვა. განცის განმარტებით, ხელისუფლების დატოვების გადაწყვეტილება რთული და მტკივნეულია, მაგრამ მიზეზი ის არის, რომ „შეიცვალა ვითარება ქვეყანასა და გადაწყვეტილების მიღების ოთახში“. ”სამწუხაროდ, ბატონი ნეთანიაჰუ ხელს გვიშლის ჭეშმარიტ გამარჯვებასთან მიახლოებაში“, – აღნიშნა განცმა. მისი თქმით, ნეთანიაჰუ პირად პოლიტიკური ინტერესებს […]

ჯორჯია მელონი არჩევნების შედეგებზე – „იტალიის ძმებმა“ დაადასტურა, რომ იტალიის წამყვანი პარტიაა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა მას შემდეგ, რაც პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ, „იტალიის ძმებმა“ იტალიის ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. „გმადლობთ. „იტალიის ძმებმა“ დაადასტურა, რომ იტალიის წამყვანი პარტიაა“, – დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში. პროგნოზების თანახმად, „იტალიის ძმებმა“ ამომრჩეველთა ხმების 28.3% მოიპოვა, მეორე ადგილზეა ოპოზიციური მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“, ხმების […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები – არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. “ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ […]

შვედეთი უკრაინის დახმარებას და შიდა სამხედრო წვრთნებს აძლიერებს

შვედეთი, ნატოს უახლესი წევრი აცხადებს, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის, სულ 7 მილიარდზე მეტის ღირებულების პაკეტს. რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე რეგიონში კვლავ უმთავრესი გამოწვევაა, მათ შორის ნატოს ქვეყნებისთვის.რეპორტაჟი კვარნის საწვრთნელი ბაზიდან

ბელგიის პრემიერი, არჩევნების შედეგების გამო, თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნების შედეგების გამო თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ეს იყო “განსაკუთრებით რთული საღამო”. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა ამომრჩევლებმა ხმა მისცეს არა მხოლოდ ევროკავშირის არჩევნებში, არამედ ფედერალურ და რეგიონულ არჩევნებშიც. წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზეა უმსხვილესი ულტრამემარჯვენე პარტია Vlaams Belang-ი, მაგრამ მან მოსალოდნელზე ნაკლებ შედეგს მიაღწია. შედეგების თანახმად, დე კროოს ამჟამინდელი შვიდპარტიული მმართველი […]

“ხაფანგების ლაბირინთი” – ინტერვიუ “აგენტად” გამოცხადებული რუსული მედიის დამფუძნებელთან

„დაამტვრიეთ ხაფანგი მანამ, სანამ მასში ჩაცვივდებით“, – მიმართავს ქართველ ჟურნალისტებს გალინა ტიმჩენკო, გამოცემა „მედუზას“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი მთავარი რედაქტორი. „მედუზა“ პირველი გამოცემა იყო, რომელიც რუსეთში ჯერ უცხოეთის აგენტად, მოგვიანებით კი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს. დისკრიმინაციის კამპანია, გამჭვირვალობისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ მთავრობის განცხადებები და ხალხის მტრად შერაცხვის მცდელობები მისთვის ნაცნობია. ამბობს, რომ ხელისუფლების […]

საპროგნოზო მონაცემები – „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა, „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ ბლოკმა – 139

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” […]

„ვითარება უაღრესად კრიტიკულია – ან მიდიხარ დასავლეთისკენ, ან რუსეთის უკანა ეზოდ რჩები“

აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობების 32 წლის მანძილზე, პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ანტიდასავლური და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკის გამო, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა და თბილისთან არსებული სტრატეგიული პატრნიორობის გადახედვა დაიწყო. ვინ არის პასუხისმგებელი ვაშინტონთან ურთიერთობის ამ დონემდე დაზიანების გამო და რას უქადის ევრო-ატლანტიკური კურსიდან მოწყვეტა საქართველოს, ქართველ ხალხს? ამ თემაზე საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული […]

ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ – მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

ამხანაგურ მატჩში, სტუმრად მონტენეგროს 3:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა. “გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და მომენტების უკეთ გამოყენების შემთხვევაში, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის გერმანიაში ჩასატარებელი შეხვედრების წინ თვითდაჯერების მხრივ ბევრს ნიშნავდა. თუმცა, ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვართ მზად, ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა. ახლა ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. […]