ისანში 9000-მდე აბონენტს გაზი არ აქვს – აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, თბილისში 8996 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქ. 22-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანების გამო, დაიკეტა აღნიშნული საშ/წნევის ქსელი, გაზმომზრაგება შეუწყდა 8500 აბონენტს. კომერციულ, საბიუჯეტო ორგანიზაციებს. კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება აღდგება 10 ივნისᲡ 10-00 სთ-დან 21-00 სთ-მდე. გაზის მიწოდება შეუწყდა: ქ. წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) […]

20 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

20 ივნისს პარლამენტთან აქცია დაანონსდა – აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „დაფიონია“. „ვფიქრობთ, რომ ყოველ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას. 2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” […]

ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს არჩევნებში წარუმატებლობის გამო

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის პარლამენტის არჩევნებსა და ევროპარლამენტის არჩევნებში თავისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხზე და თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა. ამასთან, დე კროომ განაცხადა, რომ ლიბერალები ძლიერი არიან და დაბრუნებიან. ბელგიის ფედერალურ პარლამენტს ჰოლანდიურენოვანი ფლანდრიის და ფრანგულენოვანი ვალონიის რეგიონებში ირჩევენ. წინასწარი შედეგებით, პრემიერ-მინისტრ კროოს პარტიამ ფლანდრიაში მიიღო ხმების მხოლოდ 5,5%. პირველ ადგილზე 17%-ით გავიდა […]

ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024

თენგიზ ფხალაძე – “უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ” ევროკომისიის ანგარიში და ახალი სანქციების ალბათობა – ყველაფერი ამ კვირაში გაირკვევა გიორგი კობერიძე – “ფინანსური სანქციებისთვის საქართველო მზად არ არის, სანქციებს ერთი წელიც ვერ გაუძლებს” * * * თენგიზ ფხალაძე – “უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ” “უაღრესად რთულ, მეტიც, კრიტიკულ ვითარებაში ვართ. წარმოუდგენელია, რაც ჩვენსა […]

ბჟანიას თქმით, რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი “სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე” მუშაობენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსულ პროპაგანდისტულ მედია RIA-სთან ამბობს, რომ რუსეთთან “სასაზღვრო კონტროლის გამარტივებაზე” მუშაობენ. ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საგუშაგოები საერთოდ არ იქნება. “დროთა განმავლობაში ველოდები, რომ მივალთ ურთიერთობებამდე, სადაც არ იქნება გამშვები პუნქტი. იქნება საზღვარი, მაგრამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის არსებობა საჭირო არ გახდება”, – ამბობს ის. ბჟანიას თქმითვე, გადაწყდა მდინარე ფსოუზე […]

საქართველოში ავტომობილის ყველაზე პოპულარული ფერი რუხია

2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ავტოპარკის მოცულობა 1.7 მილიონ ავტომობილს აღწევს. ავტომობილის მარკებს შორის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: მერსედეს ბენცი, ტოიოტა, ფორდი, ვაზ და ოპელი. რაც შეეხება ავტომობილის მოდელებს მთლიანობაში აქ FORD TRANSIT-ი ლიდერობს, კონკრეტულად მსუბუქ ავტომობილებში კი TOYOTA PRIUS რაც შეეხება ფერს, საქართველოში რეგისტრირებულთა შორის რუხი (448 ათასი) და თეთრი (374 ათასი) ავტომობილები ჭარბობს. შემდეგ მოდის […]

პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: – მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა […]

საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე […]

რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების ასამბლეაში მონაწილეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე – 17 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაეროს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება. პარლამენტის ინფორმაციით, მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრებს. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია […]