საელჩო: ბრიტანეთი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებული ე. წ. არჩევნების ლეგიტიმურობას

“ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას” – განცხადებას ბრიტანეთის საელჩო საქართველოში X-ზე ავრცელებს. “ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში” – წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. “არჩევნებს” საქართველოს საგარეო […]
ირანის მცველთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 6 კანდიდატი დაარეგისტრირა

ირანის მცველთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 6 კანდიდატი დაარეგისტრირა. კანდიდატებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავენ, საბჭოს და აიათოლას ნებართვა სჭირდებათ, რათა მათი სახელები ბიულეტენებზე ეწეროს. ირანის მცველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია საარჩევნო და საკანონმდებლო პროცესების დაკვირვებაა. საპრეზიდენტო კანდიდატების დამტკიცებულ სიაში არიან ირანის პარლამენტის სპიკერი და IRGC-ის ყოფილი მეთაური მოჰამად ბაქერ კალიბაფი, ბირთვული იარაღის საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელი […]
სარჯველაძე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებაზე: ასეთი მოწოდება არარელევანტურია

თუ განცხადება საკუთრივ მცდარია და არასწორ საფუძვლებს ეყრდნობა, მისი ავტორი როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს, ამ მცდარ არგუმენტებსა და მოწოდებებს მართებულად ვერ გადააქცევს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ვინც საქართველოში არსებული მდგომარეობა რეალურად იცის და საკუთარ დამოკიდებულებებს მხოლოდ ემოციებით არ საზღვრავს, ამ შემთხვევაში, ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის ასეთი მოწოდება უბრალოდ არარელევანტურია. ასე გამოეხმაურა საქართველოს […]
ისრაელის ღაზის დივიზიის მეთაური პოზიციას 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო ტოვებს

ისრაელის გენერალმა, ავი როზენფელდმა, რომელსაც ღაზის სექტორის შემოგარენი ებარა, საკუთარი პოზიცია ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო დატოვა. “7 ოქტომბერს მე ვერ შევასრულე ჩემი ცხოვრებისეული მისია, დამეცვა [ღაზის მოსაზღვრე დასახლებები].” – ნათქვამია ღაზის დივიზიის მეთაურის, ბრიგადის გენერალი ავი როზენფელდის წერილში. ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ღაზის დივიზიის გენერალს ახლო მომავალში ჩაანაცვლებენ. როზენფელდი არის ისრაელის თავდაცვის ძალების […]
ბაიდენი და მაკრონი რუსული აქტივების მოგების უკრაინისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ

9 ივნისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების სარგებლით დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსული აქტივების საკითხი თუ განიხილა მაკრონთან და თუ მიაღწიეს შეთანხმებას, უპასუხა: “დიახ და დიახ”. G7 და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ გამოიყენონ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები, რომ უკრაინას დიდი წინასწარი სესხი და 2025 წლამდე […]
ბელგიის არჩევნებში მარცხის შემდეგ, ქვეყნის პრემიერი თანამდებობიდან გადადგება

ქვეყნის არჩევნებში მარცხის შემდეგ, ბელგიის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ დე კრომ 9 ივნისს განაცხადა, რომ იგი პრემიერის თანამდებობის დატოვებს. “ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ჩვენ წავაგეთ. ხვალიდან მე პრემიერმინისტრობიდან გადავდგები”. – განუცხადა მან ყრილობაზე მისულ მხარდამჭერებს. ეგზიტპოლების მიხედვით, დე კროს პარტიამ “Open VLD” არჩევნებში 5.7% აიღო, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 2.8%-იანი კლებაა. პრემიერის გარდა თანამდებობის […]
განცი მმართველ კოალიციას ტოვებს; ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “რეალურ გამარჯვებას” ხელს უშლის

ისრაელის პოლიტიკური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა გამოაცხადა, რომ იგი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ჩამოყალიბებულ საგანგებო მთავრობას ტოვებს. ამასთანავე, მან პრემიერმინისტრს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. განცის თქმით, ნეთანიაჰუ ისრაელს “ნამდვილი გამარჯვების” მოპოვებაში უშლის ხელს. მან ასევე დაამატა, რომ ჰამასის თავდასხმის შემდეგ მისი პარტია მთავრობის კოალიციას ქვეყნის გულისთვის შეუერთდა, იმის […]
ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგების ფონზე, მაკრონმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის არჩევნების წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფრაქცია ულტრამემარჯვენა მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა. აქამდე ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანების სია, რომელსაც ჟორდან ბარდელა უძღვება, ხმების 30%-ზე მეტი მიიღო. ეროვნულ გაერთიანებას ასეთი დიდი მხარდაჭერა არასდროს ჰქონია. მაკრონმა […]
ჩინეთს ოკუპირებულ ცხინვალში მანქანების ქარხნის გახსნა და კვაისის საბადოები აინტერესებს

ჩინეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გასულ თვეებში ორჯერ იყო ჩასული. ჩინელი ინვესტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავტომობილების ასაწყობი ქარხნის გახსნითა და კვაისის ტყვია-თუთიის საბადოებით არიან დაინტერესებული. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებული რეგიონის მარიონეტი რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. პრემიერმინისტრმა, კონსტანტინე ჯუსოევმა ისაუბრა. “ნამდვილად, მაისში ჩვენთან ჩამოვიდა ორი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდა. […]
პუტინი: თუ ვხედავთ, რომ დასავლეთი პირდაპირ მონაწილეობს ომში, ანალოგიურად ვიმოქმედებთ

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 2024-ის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის დასავლური ქვეყნების მიერ მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდებას შეეხო და მუქარა გააჟღერა. პუტინის თქმით, დასავლეთის მიწოდებულ მაღალი სიზუსტის იარაღების მართვაში უკრაინელებს თავად დასავლური ქვეყნები ეხმარებიან და ამასთან დაკავშირებით მან დაასახელა სამი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა შეიძლება გადადგას. პირველი, რაც პუტინმა დაასახელა, ჰაერსაწინააღმდეგო […]