იოზვიაკი: ევროკომისია საქართველოზე მოხსენებას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გამოაქვეყნებს

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, “თუ როგორ უნდა უპასუხონ ამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონს”. იოზვიაკის განცხადებით, საგარეო მინისტერიალსა და ერთ-ერთ სამიტზე იგეგმება დისკუსია, სადაც განიხილება საქართველოს საკითხი, მათ შორის, ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება. “ახლა ევროკომისია გამოაქვეყნებს მოხსენებას საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ზომების შესახებ, თუ როგორ […]

ზარქუა: მობილურმომარჯვებული ნაცაქტივისტი დამიპირისპირდა, შესაბრალებელი სიტყვა-პასუხი აქვს

ტრადიციულად კვირაობით დამყავს ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას. თან რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა ) და ნუ მოქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და […]

რა ვიცით ოცნებისთვის დაწესებულ სანქციებსა და სანქცირებულ პირებზე?

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა 6 ივნისს ბრიფინგის დაწყების დროს გამოაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ სავიზო სანქციების პირველი ნაწილი მიიღეს. რა ვიცით სანქციების შესახებ ამ დროისთვის? ვის შეეხოთ სანქციები? პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ვინც თავს ესხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აშინებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და […]

მილერი: სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ ვიზების შეზღუდვის მიმართულებით ვიმოქმედებთ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს საქართველოსთან დაკავშირებულ შეკითხვებს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ უპასუხა. მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს შეშფოთებებს რუსულ კანონთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ქცევები აშშ-სთან ურთიერთობას სახეს ძირეულად უცვლის. სპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი საპასუხო ნაბიჯებს კვლავ განიხილავს. “ჩვენ ძლიერ შეშფოთებული ვიყავით სწორედ იმაზე, რაც ახსენეთ, რომ ამ […]

FT: გაზპრომი ომის შედეგად მიღებული დანაკარგის აღდგენას, სულ მცირე, 10 წელი ვერ შეძლებს

გამოცემა Financial Times-ი გაზპრომის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბუნებრივი აირის კომპანია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად მიღებულ დანაკარგებს, სულ მცირე, 10 წელი ვერ აღადგენს. კვლევის მიხედვით, 2035 წლისთვის რუსული გაზის ევროპაში ექსპორტი ყოველწლიური საშუალო მაჩვენებლით 50-75 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდება, რაც ომამდელი მაჩვენებლის თითქმის მესამედია. გაზპრომი იმედოვნებს, რომ ევროპის ბაზარზე მიღებულ დანაკარგს აინაზღაურებენ […]

საქართველოში 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ონთან იყო

საქართველოში, თბილისის დროით 02:03 საათზე 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში იყო. დაზუსტება: პირველადი ინფორმაციით, სეისმური მონიტორინგის ცენტრს ვებგვერდზე ეწერა, რომ მიწისძვრა 5.3 მაგნიტუდის იყო, ხოლო ეპიცენტრი – ონიდან 1 კილომეტრში, სოფელ ონჭევში.

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 7 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.64 თეთრით. 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8247 ლარია, ერთი ევროსი – 3.067 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.12 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.84 ლარია, ევროსი – 3.07 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]

NASA-ს ასტრონავტი და “აპოლო 8-ის” ეკიპაჟის წევრი უილიამ ანდერსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

90 წლის NASA-ს ასტრონავტი უილიამ ანდერსი, რომელიც კოსმოსური მისია “აპოლო 8-ის” ეკიპაჟის წევრი იყო, 7 ივნისს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა შვილმა, გრეგორი ანდერსმა დაადასტურა. გავრცელებული ცნობებით, მისი თვითმფრინავი ვაშინგტონის შტატის სან-ხუანის კუნძულების მიმდებარედ ჩამოვარდა. აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, პილოტის ცხედარი მყვინთავებმა ამოიყვანეს. 1968 წლის კოსმოსური მისია “აპოლო 8-ის” ფარგლებში უილიამ ანდერსი პირველ სამ ადამიანს […]

ეგზიტპოლებით, იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მელონის პარტიამ აიღო

ეგზიტპოლების მონაცემებით, იტალიაში, პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა გუნდმა, იტალიის ძმებმა ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო. სახელმწიფო მაუწყებლის, RAI-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, იტალიის ძმებმა ხმების 26-30% მოიპოვეს, ხოლო მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციური დემოკრატიული პარტია(PD) მეორე ადგილზე 21-25%-ით გავიდა. სხვა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, 5 ვარსკვლავის მოძრაობამ 10-14% მოიპოვა, ხოლო გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის მიერ დაარსებული Forza Italia 8,5-10,5%-ით მეოთხე […]

საქსტატი: 1-ელ კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის I კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, შემცირდა 64.4%-ით 2023 წლის I კვარტალთან შედარებით. “საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, […]