„ვაიმე ქოცებო, ვაიმე, მართლა დავიღალე თქვენი საცოდაობით“ – ნინო ჯანგირაშვილი

„კავკასიის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი შალვა რამიშვილის განცხადებაზე: „შალვა რამიშვილი ისეთი საერთაშორისო ანალისტი გამხდარა, ტყვიას ტყვიაში აჯენს… ვაიმე ქოცებო, ვაიმე, მართლა დავიღალე თქვენი საცოდაობით“

შქმერული რამენი — ქართველ-იაპონელი მზარეულების ახალი კერძი იაპონურ ფესტივალზე

2024 წლის 15-16 ივნისს ტოკიოში გაიმართება ქართული კულტურის ფესტივალი, რომლის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურების გაზიარებაა. ამ ფესტივალზე საქართველოდან ორი ახალგაზრდა სტუდენტი მზარეული მიემგზავრება. ქართულ გუნდს ტოკიოში შეფი მასანორი უჩიდაც შეუერთდება. ანუკი ბანძელაძე და ლუკა ლოლიშვილი 20 და 21 წლის სტუდენტები არიან თბილისიდან. მათ ერთი წლის წინ მუშაობა დაიწყეს ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში, სადაც მალევე […]

ISW: უკრაინისთვის დარტყმების განხორციელებაზე ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას შეზღუდული შედეგი ექნება

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, ვაშინგტონის მხრიდან პოლიტიკის ნაწილობრივი ცვლილება, რომლითაც უკრაინას ნება დართეს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის მცირე არეალზე, სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის, არ არის თავისთავად საკმარისი საიმისოდ, რომ წყვეტა გამოიწვიოს რუსეთის მასშტაბურ საომარ ოპერაციებში. ISW 10 ივნისს აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯმა რუსეთის სახმელეთო თავშესაფრის ზომა […]

რატომ არის აუცილებელი ზაფხულში ავტომობილის შემოწმება – „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

ზაფხულის სეზონი ყველასთვის დასვენებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება. სტატისტიკურად, ზაფხულში ავტომობილების გადაადგილება ყველაზე მაღალია სხვა სეზონებთან შედარებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. „თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს მძღოლების უსაფრთხოებაზე და მათ აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ შეამოწმონ საკუთარი ავტომობილები ზაფხულის მოგზაურობის დაწყებამდე. შეთავაზებაში შედის როგორც სავალი ნაწილისა და […]

ფორმულა: აშშ-მ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის განცხადების გამო არ მიიღო

ტელეკომპანია ფორმულა წერს, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს თქმით, 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო თქვა. ფორმულას გადაცემა, დროება საელჩოს დაუკავშირდა, რათა დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტის ამოღების მიზეზი დაედგინა. ჟურნალისტებს საელჩოში უპასუხეს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლის გამო მიიღეს, რომელშიც მან აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ნარატივები გაავრცელა. ⁠”ამერიკის მონაწილეობა […]

მაჭარაშვილის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობის მოწინააღმდეგე ბოღმით სავსე და მოღალატეა

ხალხის ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების მოწინააღმდეგე ბოღმით სავსე, მოღალატე და საქართველოს მოწინააღმდეგეა. “როდესაც ბოღმით ხარ სავსე, რომ ჩინეთი, რომელთანაც ამერიკას და ევროკავშირს აქვს ახლო ურთიერთობა და კიდევ ცდილობს უფრო დააახლოვოს, მათ შორის, ეკონომიკური, საქართველოს რატომ არ უნდა ჰქონდეს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ იზამს მოღალატე და საქართველოს მოწინააღმდეგე. არც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და […]

ევროპული საზოგადოების უმრავლესობამ ამ არჩევნებით აჩვენა მსოფლიოს ევროპელი ხალხის ძალა ევროპაში

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპელი ხალხი არ დაეთანხმა აშშ-ის კონგრესმენების განმარტებას, რომლის მიხედვითაც ომი ძლიერი დემოკრატიაა, მშვიდობა – სუსტი. „ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპელი ხალხის უმრავლესობა არ დაეთანხმება ამერიკელი კონგრესმენების მიერ ევროპული ღირებულებების ისეთ განმარტებას, რომლის მიხედვით ომი ძლიერ დემოკრატიად […]

“კურიერის“ ინფორმაციით, პარტია “ახალი“ ბაჩო დოლიძემ დატოვა

“კურიერის“ ინფორმაციით, პარტია “ახალი“ ბაჩო დოლიძემ დატოვა. თავად დოლიძე, რომელიც “ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა, “კურიერს“ წყარო უდასტურებს, რომ მიზეზი პარტიის თანათავმჯდომარეებთან, ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან არსებული უთანხმოება გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ნიკა გვარამია. “ბაჩოს არ დაუტოვებია პარტია, ეს მიზეზი ვერ იქნებოდა, მე, პირადად კარგი და მჭიდრო ურთიერთობები მაქვს ბაჩოსთან. […]

მირიან მირიანაშვილი – ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა. – ბატონო მირიან, გასული კვირას აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების 30-მდე წარმომადგენელს აშშ-ში სავიზო სანქციები დაუწესა. აშშ დასანქცირებულთა ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ, ყველა იმაზე საუბრობს, რომ ეს არ არიან ხელისუფლების პირველი პირები, არც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ივანიშვილი, მაგრამ, არიან სახელისუფლებო გუნდის მეორე ეშელონისა და ძალოვნების […]

ლევან ბეჟაშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში დაჩქარდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, მეგობრობის აქტის ამოქმედება აშშ-დან, რაც საზოგადოების მთავარი მიზანია

ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს; ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა თავისი ევროპული არჩევანი და ღირებულებები დაიცვა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბაიდენის და მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხებით დაჩქარდება […]