ISW: უკრაინისთვის დარტყმების განხორციელებაზე ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას შეზღუდული შედეგი ექნება

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, ვაშინგტონის მხრიდან პოლიტიკის ნაწილობრივი ცვლილება, რომლითაც უკრაინას ნება დართეს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიის მცირე არეალზე, სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის, არ არის თავისთავად საკმარისი საიმისოდ, რომ წყვეტა გამოიწვიოს რუსეთის მასშტაბურ საომარ ოპერაციებში.
ISW 10 ივნისს აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ნაბიჯმა რუსეთის სახმელეთო თავშესაფრის ზომა ყველაზე ბევრი 16 პროცენტით შეამცირა. აშშ-ის პოლიტიკა არ ეხება რუსეთის სახმელეთო სივრცის სულ მცირე 84 პროცენტს, რამაც, “ფაქტობრივად შექმნა უზარმაზარი თავშესაფარი… რომელსაც რუსეთი დაცვისთვის იყენებს თავისი სახმელეთო ძალებისთვის, მართვისა და კონტროლისთვის, ლოგისტიკისთვის, და უკანა არეალების მხარდამჭერი სამსახურებისთვის – რასაც რუსეთის არმია ეყრდნობა უკრაინაში თავისი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის” – წერია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ