ვინ ახშობს ფეხბურთელების კრიტიკულ ხმას?

ისტორიული ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში, ბოლო საკონტროლო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პოდგორიცაში, ძალიან დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა, მასპინძელი მონტენეგროს ნაკრები, რომელთანაც ქართველებს აქამდე არ მოეგოთ. გოლები საქართველოს მაისურით, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ, ასევე შეცლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს. ტელეკომპანია „იმედმა“, რომლის სარედაქციო პოლიტიკას მთლიანად „ოცნების“ ხელისუფლება აკონტროლებს, არხის ოფიციალურ „ფეისბუკის“ გვერდზე, შეცვლაზე შემოსული ბუდუ ზივზივაძის მიერ […]
ევრო 2024 საქართველოს ნაკრები გერმანიაში ჩაფრინდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშია. „ჩვენ აქ ვართ! წინ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატია!“ – ასე აცნობა ქომაგებს სფფ-ის პრესსამსახურმა ევრო 2024-ის მასპინძელ ქვეყანაში გუნდის ჩაფრენა. „ჯვაროსნებმა“ 9 ივნისს ევრო 2024-მდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხეს და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი დასკვნით შეკრებას გამართავს. დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს დელეგაციის წევრებს ევროპის […]
აშშ-ს არმიის წევრმა დაადასტურა, რომ იანვარში რუსული А-50 უკრაინამ Patriot-ით ჩამოაგდო

აშშ-ს მე-10 არმიის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის მეთაურის დამხმარემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტმა ღონისძიება Fires Symposium-ზე საუბრის დროს თქვა, რომ ამ წლის იანვარში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ამერიკული Patriot-ის საზენიტო სისტემის დახმარებით ჩამოაგდო. ინფორმაცია თავდაპირველად Newsweek-მა გაავრცელა. ზოგიერთ მათგანს სტატიკური ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად იყენებენ, […]
ო’ბრაიენი: სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს. ჯეიმს ო’ბრაიენი, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ამბობს, რომ ეს ყალბი პროცესია, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე იმართება. სოციალურ ქსელ „ექსზე“ გავრცელებულ განცხადებაში, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. […]
“ჯვაროსნების” მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მე-60 წუთზე შიკმა პენალტით დააწინაურა, თუმცა მალე ალიმიმ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ჩეხები ბევრს უტევდნენ, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და სრულიად შემთხვევით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხიტილი საჯარიმოში უნებურად ველკოვსკიმ წააქცია და თერთმეტმეტრიანი […]
„მიზანია, ბაზარზე არსებული ვითარება შევაფასოთ და რეკომენდაციები გავცეთ“ – კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზარს სწავლობს

კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზარს სწავლობს. დაწყებულია მონიტორინგი, რომელიც სექტორში შესვლის ბარიერებსა და დანახარჯების საკითხს იკვლევს. კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგი გამოავლენს სექტორში პრობლემურ საკითხებს და საჭირო გახდება თუ არა სექტორის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. საუბარია რეგულაციებზე, რომელთა შემუშავება მთავრობამ ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, […]
“პარტნიორები დიალოგისთვის მზად არიან, მოდით ერთ კანონს ქვეყანას ნუ გადავაყოლებთ” – სანდრო ჭუმბურიძე

პირველ კვარტალში ინვესტიციები საქართველოში 64.4%-ით შემცირდა, კლება ფიქსირდება FDI-ის ყველა კომპონენტში, როგორც სააქციო კაპიტალის ისე რეინვესტირების კუთხითაც. ბიზნეს სუბიექტები და ეკონომისტები ამბობენ, რომ ამ კუთხით მომავალი კვარტალები საქართველოსთვის უფრო მძიმე იქნება. რასაც არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის ისეც სტაბილურ და მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი სანდრო ჭუმბურიძე ბიზნესის განწყობებზე […]
აშშ გმობს და არ ცნობს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „საპარლამენტო არჩევნებს“ – ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს. „აშშ გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყალბ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ტარდება საქართველოს თანხმობის გარეშე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, […]
GRASS: მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) განცხადებით, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა მარიამ წიწიკაშვილის დააკავებას, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო. როგორც GRASS აცხადებს, მარიამ წიწიკაშვილი მათი თანამშრომელია, კერძოდ, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორი. „მარიამმა მას [ვიქტორ ჯაფარიძეს] შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენიშვნა დააფიქსირა […]
“ჯვაროსნების” მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას კურიოზული პენალტით ძლივს მოუგო

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მე-60 წუთზე შიკმა პენალტით დააწინაურა, თუმცა მალე ალიმიმ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ჩეხები ბევრს უტევდნენ, გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ და სრულიად შემთხვევით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ხიტილი საჯარიმოს კიდესთან უნებურად ველკოვსკიმ წააქცია და […]