აშშ გმობს და არ ცნობს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „საპარლამენტო არჩევნებს“ – ო’ბრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.
„აშშ გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ყალბ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ტარდება საქართველოს თანხმობის გარეშე.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს ო’ბრაიენი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ