„ალტ ინფო“ არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიით მიიღებს – მახარაძე

პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფოს“ ერთე-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით მიიღებენ. ამის შესახებ მან „ალტ ინფოს“ ეთერში ისაუბრა. როგორც მახარაძე აცხადებს, „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები მიდის სხვა „კონსერვატიულ ძალებთანაც“, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის „დიდ ეროვნული ერთობაზე“ შეთანხმება მოხდეს. […]
ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიაღწევენ ფაშინიანის გადადგომას

ერევანში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ივნისს დემონსტრანტების ათზე მეტი კარავია გაშლილი, რითიც მოძრაობა გადაიკეტა – არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას, აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის გამო. საპროტესტო დემონსტრაცია აპრილში, ჩრდილოაღმოსავლეთის პროვინცია ტავუშში დაიწყო, იმ ფონზე, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აწარმოებდნენ მძიმედ მილიტარიზებული საზღვრის დემარკაციის პროცესს, ერევანსა და […]
საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის მერები და მერის მოადგილეები აშშ -ის შტატ ფლორიდაში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან

„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ – ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ. “ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა. “კონფერენციაში მონაწილეობენ […]
სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ აშშ და მსოფლიოს სხვა ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯო ბაიდენის წინადადებას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მდივანმა დაადასტურა, რომ აშშ და მსოფლიოს სხვა ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯო ბაიდენის წინადადებას მხარს დაუჭერენ, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ […]
„ნაცი თუ გაწყდა ბუნებაში, ქოციც გადაშენდება, ამიტომ უფრთხილდებიან ასე ტყის სანიტარს!!!“ – შოთა გლურჯიძე

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს: „ნაცი თუ გაწყდა ბუნებაში, ქოციც გადაშენდება, ამიტომ უფრთხილდებიან ასე ტყის სანიტარს!!! ტყე შეუნახე ნაცებსა, ქოცი ხარ, შენი ვალია!!!“
“მივიღეთ სურათი, რასაც ყველა ელოდა” – სანდრო ჭუმბურიძე FDI-ის შემცირებაზე

“წარმოუდგენელია ქვეყანაში იყოს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და ქვეყანაში ეკონომიკა, სტაბილური ბიზნეს გარემო ვითარდებოდეს. არასტაბილური პოლიტიკური გარემო სერიოზულად მოქმედებს და არ არის გამორიცხული, რომ ეს უფრო მძიმე შედეგებით განვითარდეს. ოპტიმისტი დიპლომატი ამბობს, რომ არის შანსი მოლაპარაკებების, რომ ამ ჩიხიდან, გამოუვალი მდგომარეობიდან, რაც დღეს გვაქვს, დადებითად განვითარდეს. ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკურად არასტაბილური ვითარდება მომენტალურად აისახება ჩვენს […]
„დავუშვათ, შეიცვალა ხელისუფლება, ახალგაზრდები ხომ ვერ მართავენ ქვეყანას და შეგიძლიათ, რამდენიმე ადამიანი დამისახელოთ, ვინც, ამ ფონზე, ქვეყანას უხელმძღვანელებს?“ – კახა კუკავა

„დავუშვათ, შეიცვალა ხელისუფლება, ახალგაზრდები ხომ ვერ მართავენ ქვეყანას და შეგიძლიათ, რამდენიმე ადამიანი დამისახელოთ, ვინც, ამ ფონზე, ქვეყანას უხელმძღვანელებს?“ – კახა კუკავა ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა. – კახა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციაა, რომ რუსეთისკენ მივდივართ „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ კანონს მოჰყვება ადნიმისტრაციული […]
რატომ მოიშორა სააკაშვილმა ხაბეიშვილი და რატომ დადო ფსონი თინა ბოკუჩავაზე?

რატომ მოიშორა სააკაშვილმა ხაბეიშვილი და რატომ დადო ფსონი თინა ბოკუჩავაზე? ანი დვალიშვილი ლევან ხაბეიშვილმა, მის განცხადებას თუ დავეყრდნობით, პარტიის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი სურვილითა და„ კომუნისტური“ მიზეზით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. თანაც, ისიც დაიბარა, პოლიტსაბჭოს შეფად ვრჩები და მალე კვლავ აქტიური ვიქნებიო. ჯერ ერთი, არავის გონია, პოლიტ-საბჭოს თავმჯდომარეს ნაკლები ენერგია სჭირდებოდეს, ვიდრე პარტიისას და მეორეც, თუ […]
ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. არჩევნებში მათ გამარჯვებას ჰპარავენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ბიულეტენების 87%-ის დათვლის შემდეგ ე.წ. არჩევნებს მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტია ერთიანი ოსეთი ხმების 30.32%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს კი მოქმედი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია ნიხასი იკავებს, რომელმაც ხმების 29.93% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ე.წ. არჩევნებში გამარჯვებაზე პრეტენზიას ორივე ზემოხსენებული პარტია […]
ანატოლი ბიბილოვის პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ე.წ. „პარლამენტში“ მუშაობაზე უარს აცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ერთიანი ოსეთი“ ავრცელებს. პარტია აცხადებს, რომ ე.წ „პარლამენტში“ არ იმუშავებს, „სანამ სამართლიანობა არ აღდგება და კენჭისყრის სამართლიანი შედეგების დადგენა არ მოხდება“. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ერთიანმა ოსეთმა“ ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ. არჩევნების დროს დაფიქსირებული მასობრივი […]