ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. “კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ […]

ლევან ბეჟაშვილი – კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა

კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც მას ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ თითქოს რაიმე ფორმით ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხდადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილება შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრის, კობახიძის […]

ირაკლი კობახიძე – ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა მიუღებელია

ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის შეფასებით, მმართველი გუნდი არ ელოდა განსხვავებულ მიდგომას ოპოზიციისგან, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას. კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს […]

თბილისში ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

21-23 ივნისს, თბილისში, ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება. სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება და მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. წელს ფესტივალში 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი მონაწილეობს. ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი Impact Hub […]

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად ივანიშვილმა იყიდა?

ლონდონის კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ამის შესახებ ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა. აუქციონის სახლის ინფორმაციით, ხელნაწერი ქართველმა ბერმა და სწავლულმა იოანე ზოსიმემ 979 წელს ხუცური დამწერლობით შექმნა. ის მარტინ შოენის კოლექციიდან იყიდებოდა. ოფიციალურად, უცნობია, ვინ შეიძინა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მყიდველი ბიძინა ივანიშვილია. […]

ევრო 2024. ლევანდოვსკი პირველ ტურში ვერ ითამაშებს

თურქეთთან საკუთარ მოედანზე მოგებული ამხანაგური მატჩის (2:1) პირველ ტაიმში პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. პოლონეთის ეროვნული გუნდის სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა იაცეკ იაროშევსკიმ განაცხადა, რომ ლევანდოვსკიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო, სრულფასოვნად ვარჯიშს 3-4 დღის შემდეგ დაიწყებს და 16 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ტურში ნიდერლანდებთან თამაშს ვერ შეძლებს. სავარაუდოდ, რობერტი თავის ნაკრებს მეორე ტურში, […]

რუსეთი: ირანთან შეთანხმების გზაზე „ძირითადად პროცედურული საკითხები“ დგას

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი შეძლებენ ხელი მოაწერონ ირანთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმებას მაშინვე, როცა თეირანი მოახერხებს ზოგიერთი „ძირითადად პროცედურული საკითხების“ მოგვარებას. Reuters-ის სააგენტოს მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვები. კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, მოსკოვი ამ შეთანხმების ერთგულია.

ბათუმიდან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფრენები 12 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით შესრულდება

ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმა განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი დანიშნულება. დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო […]

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები – სახალხო დამცველი

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები – სახალხო დამცველი საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს. დღეს, 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ. საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ […]

ყაზბეგში 1 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად, 3 სხვადასხვა შენადნობად დამზადებული 1,6 კილოგრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს (აღნიშნული შენადნობები მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული). არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ – 332 907,84 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა […]