ირაკლი ფავლენიშვილი – ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, არ იქნება ჩვენთვის მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. ფავლენიშვილის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეთანხმება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. „სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო […]

საქართველოში MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა

Black Sea Arena ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად. 25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა “სირცხვილიამ” მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ “საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას” […]

რა დაგხვდებათ ყველაზე დიდ მარტექ ფესტივალზე – Touch.Point?

საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point იწყება, ღონისძიების სპონსორი წელს საქართველოს ბანკია. ფესტივალის მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესოა, აერთიანებს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპ სესიებსა და Q&A სესიებს. ქვემოთ მოგიყვებით, თუ რატომ არ უნდა გამოტოვოთ მარკეტინგის სფეროში ყველაზე […]

Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა

ბრიტანულ ჯგუფის Massive Attack-ის საქართველოში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ Black Sea Arena-მ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცლება. „სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში“, – აღნიშნულია განცხადებაში. ჯგუფს მოძრაობა „სირცხვილიამ“ 25 აპრილს მიმართა გასცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ […]

საქართველო აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, კონსერვაციისთვის რესურსების მობილიზებაზე და ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაზე 17 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა და ბიომრავალფეროვნების 70-მდე ექსპერტმა, აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის მე-10 რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს. საიუბილეო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ბიომრავალფეროვნების […]

მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაი“ ლიდერობს 80 მლნ ლარით – TOP-10 სადაზღვევო კომპანია მოზიდული პრემიის მიხედვით

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო სექტორის პირველი კვარტალის მაჩვენებლების მიხედვით, ამ პერიოდში მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით „ჯიპიაი” ლიდერობს, რომელსაც „თიბისი დაზღვევა” და „იმედი L” მოსდევენ. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 […]

„ლარის გაუფასურების გამო უცხოურ ტურებზე მოთხოვნა, დაახლოებით 40%-ით შემცირდა“- Diverse Travel

რა ვითარებაა ტურიზმის მიმართულებით ქვეყანაში და რა გავლენა ექნება ლარის კურსის ცვალებადობას გამყვან ტურიზმზე, ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ Diverse Travel-ის დამფუძნებელმა ნიკა კვარაცხელიამ ისაუბრა. მისი თქმით გამყვანი ტურიზმი პირდაპირ კავშირშია ვალუტის კურსთან, რადგან გამყვან კომპანიებს უწევთ, რომ გარკვეული პროდუქცია და მომსახურება შეიძინონ დოლარში და ევროში, შესაბამისად ლარის გაუფასურება მოქმედებს ნეგატიურად. „ერთის მხრივ […]

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მსხვილ თურქულ ბიზნესკომპანიებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ქვეშ არსებულ მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბჭო აერთიანებს წამყვან და მსხვილ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომლის მთავარი მიზანია თურქი ბიზნესწრეების კავშირების გაძლიერება. “მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პალატის პრეზიდენტმა […]

13 წლის გოგოს ინტიმური კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელებისთვის 19 წლის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის კაცი დააკავეს. საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში აღწერილია, რომ გამოგონილი სახელით ახალგაზრდა კაცმა სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს დაშინებით გადაუღო ინტიმური კადრები, რომელიც მის ოჯახის წევრებს გაუგზავნა. „გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი […]

16 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარიც

16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისში 13 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, […]