გია ვოლსკი – საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს

საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში ჯერ არ უმსჯელიათ, თუ ვინ იქნება “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი. “ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას […]

13 ივნისს ღამის საათებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილი წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რათა მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით წარადგინონ

ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასწარ ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას იმ შემთხვევაში, თუ [არჩევნების შემდეგ] ოპოზიციას ექნება უმრავლესობა, რათა მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით წარადგინონ, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება. […]

NBC: აშშ-ს რამდენიმე შტატში ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი ეჭვმიტანილები დააკავეს

NBC News-ის წყაროს ცნობით, 8-9 ივნისს, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ფილადელფიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) შესაძლო კავშირში მყოფი 8 ტაჯიკი ეჭვმიტანილი დააკავეს. ტაჯიკეთიდან ჩამოსული დაკავებული მამაკაცები აშშ-ს ტერიტორიაზე სამხრეთის, მექსიკის საზღვრიდან შემოვიდნენ. საზღვრის კვეთის დროს მათი კრიმინალური წარსული არ დადასტურებულა. NBC-ის წყაროების ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანტიტერორისტული ჯგუფი ეჭვმიტანილებს თვალს წინასწარ ადევნებდა. ისინი აშშ-ს მიგრაციისა […]

სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის EU-ის მხარდაჭერილი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

World Vision საქართველო, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის SKYENet ფარგლებში, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი, ბიზნესიდეების დაფინანსებასთან ერთად, საკუთარ თემში რეალური ცვლილებების განხორციელების მიზნით, ახალგაზრდების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

როგორი ამინდი იქნება 16 ივნისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში 13 ივნისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 ივნისს თბილი და უნალექო […]

ზურაბიშვილი: რეფერენდუმი არ არის რეფერენდუმი, ესაა წინასაარჩევნო ვარჯიში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა გუშინ, 11 ივნისს, ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას განმარტა, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმი, რომლის ინიციატივა პრეზიდენტმა 28 მაისს, რუსული კანონის მიღების შემდეგ წამოაყენა. ზურაბიშვილის თქმით, რეფერენდუმი გულისხმობს წინასაარჩევნო რეგიონულ კამპანიას და ერთგვარ “ვარჯიშს”, რომლის ფარგლებშიც ქარტიაში გაერთიანებული პარტიები რეგიონული მასშტაბით იმუშავებენ ქართული ქარტიის გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე. “რაც შეეხება კამპანიას რეგიონებში – დიახ, საჭირო […]

ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაურის სიკვდილის შემდეგ, ისრაელის ჩრდილოეთით 100-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიშია ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას ამ მასშტაბურ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ცნობილია, იერიშის მთავარი სამიზნე ქალაქი ტიბერიასი იყო. 11 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას […]

ელექტრო აქსესუარების ცნობილი ბრენდი Baseus უკვე „ბიბლუსშია“

ინოვაცია, ხარისხი და ხელმისაწვდომობა ერთ სივრცეში. პოპულარული და თანამედროვე ელექტრო აქსესუარების ბრენდი Baseus უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი. Baseus-ის პროდუქტები, რომლებიც გამორჩეული დიზაინით, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევიან, ახლა უკვე საქართველოს მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. Baseus მსოფლიოში აღიარებული ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური და თანამედროვე დიზაინით. მათი პროდუქცია მოიცავს ტექნოლოგიურ აქსესუარებს, როგორიცაა დამტენები, პორტატული […]

არჩილ თალაკვაძე – ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას – ეს არის მცდელობა, არჩევანი წაართვან მოქალაქეებს

ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ჯგუფში შეყვანა, რაღაც ფრონტის, ბანაკის ჩამოყალიბება თავისთავად ეწინააღმდეგება ევროპული დემოკრატიის პრინციპებს – ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ არჩევანი წაართვან მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის გუშინდელ გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთ ჯგუფში გაერთიანება, ევროპული პოლიტიკური კულტურის წინააღმდეგ სვლაა. “რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება ერთ ჯგუფში, […]