„საქართველოს ბანკი“ ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად დაუფინანსებს

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც პასუხისმგებლობიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ მიზნით ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა. „საქართველოს ბანკსა“ და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად […]
როგორ გადავლახოთ დისტანციური სამუშაო რეჟიმის სირთულეები

დღესდღეობით სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. თანამედროვე სამყარომ მოგვცა შესაძლებლობა, საქმე სახლიდან გაუსვლელად ვაკეთოთ. იმის მიუხედავად, რომ დისტანციურად მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ასევე თან ახლავს გამოწვევებიც. გარკვეულ ეტაპზე შეიძლება იგრძნოთ, რომ სახლიდან გაუსვლელობა მოგწყინდათ, სტრესული და დამღლელი გახდა. მუდმივად ერთსა და იმავე სივრცეში ყოფნა მარტივი არაა. განსაკუთრებით, მაშინ, როცა სამსახურისა […]
მეცნიერები, საგანმანათლებლო წრეები, ფონდები – ვისი კონტროლი დაიწყო სუსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტიდასავლური განწყობის შემქმნელი აგენტები გამოავლინა?

მეცნიერები, საგანმანათლებლო წრეები, ფონდები – ვისი კონტროლი დაიწყო სუსმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ანტიდასავლური განწყობის შემქმნელი აგენტები გამოავლინა? პარლამენტში მისული სუსის უფროსის მოადგილე ამტკიცებს, რომ ქვეყნაში ხელისუფლების დასამხობად რევოლუცია და ამბოხება იგეგმებოდა. გაერთიანებული კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სუსი ამტკიცებს, რომ ანტიდასავლური განწყობები ხელოვნურად ღვივდება ქვეყანაში. სავარაუდოდ, რევოლუციასაც ისინი გეგმავდნენ? ვინ არიან ანტიდასავლული განწყობების […]
“ივანიშვილი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს” – ელისო ბოლქვაძე ბიძინაზე

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა “კრისტის” აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს. ამ ამბავს უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილს გამორჩეული ადამიანი უწოდა: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს. ეს არის ერთ-ერთი ქველმოქმედება, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის. ეს […]
ახალგაზრდობას ზურგზე კიდევ ერთი წურბელა დააჯდა ზურაბიშვილის სახით
ჩემი პროგნოზი, რომ ყველანაირად გაკოტრებული ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი მოინდომებდა მღვრიე წყალში თევზის დაჭერას და პროტესტანტ ახალგაზრდობის ზურგზე წურბელასავით დაჯდომას, სრულად მართლდება. გუშინ ახალგაზრდობას ზურგზე კიდევ ერთი წურბელა დააჯდა პ(რეზიდენტ) ზურაბიშვილის სახით, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი სრულად გაშიშვლდა როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად, ვინაიდან რეფერენდუმის […]
საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკისგან ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადაეცა

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო. მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და […]
ჯაბა სამუშია SDSU-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ახალ ეტაპს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაზე საუბარი პარტნიორი უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ SDSU -ისა და თსუ-ის საერთო მრავალფეროვანი მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრა […]
ლანა გალდავა – „ლელოს“ ინიციატივაა, სუს-დან ანტიკორუფციული საქმიანობა გამოვიდეს და ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნას – გაუქმდება პარლამენტის ნდობის ჯგუფი, ხოლო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ორ ნაწილად გაიყოფა

პარტია „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციულ საქმიანობას ცალკე გამოიტანენ და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება. მისივე თქმით, „ლელოს“ რეფორმის მეშვეობით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ორ ნაწილად – თავდაცვის და ძალოვანი უწყებების კომიტეტად გაიყოფა. „ჩვენ სრული პაკეტი ძალოვანი უწყებებთან დაკავშირებით გვაქვს. დღეს ვისაუბრებ […]
სუსის უფროსის მოადგილე განმარტავს რატომ არ აკავებენ “გამოვლენილ ძალიან ბევრ ჯაშუშს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის თქმით, საქართველოში „ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუშია” გამოვლენილი, თუმცა მიზანი არაა მათი დაკავება და „სანახაობის მოწყობა“. ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო კომიტეტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედია დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს იმ საქმეების გამოძიება, რომლის შესახებ სუსი მაისის დასაწყისშიც ლაპარაკობდა “აგენტების კანონის” ინიციირების ფონზე და „მაიდანის სცენარსა” […]
აშშ კიდევ ერთ სისტემა “პატრიოტს” გადასცემს უკრაინას -NYT

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის კიდევ ერთი სარაკეტო სისტემის „პატრიოტის“ გადაცემის საკითხი დაამტკიცა. ამის შესახებ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გამოცემა New York Times-ი იუწყება. ანგარიშის თანახმად, გადაწყვეტილება მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დებატების სერიის შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას მიიღო. დებატები შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება დააკმაყოფილონ საჰაერო თავდაცვის […]