თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), რეხის, საექიმოს, ავშნის, ნუგზარ შანავას და მგელაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე […]
მედვედევმა გაავრცელა რუსეთის დღის მილოცვის ვიდეო, რომელშიც უკრაინა რუსეთის შემადგენლობაშია

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა საკუთარ ტელეგრა-არხზე გაავრცელა რუსეთის დღის მილოცვის ვიდეო, რომელშიც ჩანს რუკა, რომელზეც უკრაინა სრულად არის რუსეთის შემადგენლობაში მოქცეული. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინული ოლქები: ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი და ლუგანსკი საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა. აქამდე, 2014 წელს მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. 2022 წლიდან საკუთარ მიწებად გამოცხადებულ ტერიტორიებს რუსეთი სრულად […]
ირაკლი ქადაგიშვილი – სალომე ზურაბიშვილის კვლავ გაპრეზიდენტების შანსები მინიმუმს ქვემოთაა – მან დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც აირჩია

სალომე ზურაბიშვილის [კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების] შანსები მინიმუმს ქვემოთ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ლაზარე გრიგორიადისი მხარს უჭერს – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობას, ამ თემით გარკვეული სპეკულირება ოპოზიციური ფლანგის ნარატივი იქნება და სხვა არაფერი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ის ამომრჩეველი, რომელმაც ის […]
გიგი წერეთელი – უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას

უმჯობესი იქნება, იარსებოს პრინციპებისა და იდეების გარშემო გაერთიანებულმა რამდენიმე ჯგუფმა, სადაც არ დაიკარგება არავის არჩევანი და გარანტირებულად მეტი ადამიანი მისცემს ოპოზიციას ხმას, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც საარჩევნოდ ოპოზიციის კოორდინაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მთავარი ამოცანა ოპოზიციის მხრიდან კონფიგურაციის მოძებნაა, რადგან არჩევნებზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს. „თუ გავითვალისწინებთ ამ […]
სამეგრელოს პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა „შეიმინგით“ შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა

ძალადობა არის იმ პოლიტიკური ჯგუფების და ე.წ. NGO-ების მოთხოვნა, ვინც მაიდანი ვერ მოაწყო და ახლა ფიქრობენ, რომ ლამაზი სიტყვა „შეიმინგით“ შეიძლება პროცესის დაბალ ცეცხლზე შემოდგმა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ძალადობა ყოველთვის ბადებს ახალ ძალადობას”. “ძალადობა ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფების […]
თამარ გაბუნია – სახელმწიფო არის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების ნაწილში, უწყვეტობა დაცული იყოს – უწყვეტობის დარღვევის რაიმე რისკი, არ არსებობს

სახელმწიფო არის იმ ინიციატივის მთავარი დამფინანსებელი და მამოძრავებელი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების კუთხით ხორციელდება. სწორედ, სამთავრობო ჩართულობის დონეზე მოხდა ამ პროგრამის დაგეგმვა და ეს ინიციატივა გრძელდება ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახელმწიფო, პირველივე დღიდან იყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების […]
იენს სტოლტენბერგი: უნგრეთი უკრაინისთვის NATO-ს დახმარებას ვეტოს არ დაადებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უნგრეთი NATO-ს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიწოდებაზე ვეტოს არ დაადებს. ეს განცხადება მან ბუდაპეშტში პრესკონფერენციაზე გააკეთა, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები გამართა უნგრეთის პრემიერთან ვიქტორ ორბანთან. იენს სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთი დახმარების პაკეტში თავის წვლილს არ შეიტანს, თუმცა ხელს არ შეუშლის მოკავშირე ქვეყნებს, გამოყონ ფინანსური დახმარება უკრაინისთვის. “მე იმედი მაქვს, […]
ლელომ სუს-ის რეფორმის რვაპუნქტიანი გეგმა წარადგინა

ლელომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის გეგმა წარადგინეს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და საპარლამენტო მდივანმა ლანა გალდავამ აღნიშნეს, რომ რეფორმა პირველ რიგში, უწყების დეპოლიტიზებას გულისხმობს. რეფორმის გეგმის თანახმად, სუს არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები უწყება და ჩადგეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის სამსახურში. როგორც ლელოში აღნიშნავენ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ქვეყნის წინაშე […]
საქართველოს ბანკი ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ყოველწლიურად 5 თანამშრომელს სრულად დაუფინანსებს

საქართველოს ბანკისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, ბანკი თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელთაც ახლახან თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) შეემატა. საქართველოს ბანკსა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბანკი ყოველწლიურად 5 თანამშრომელს ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად დაუფინანსებს. […]