„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“ – თამარ გაბუნია

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ. „აღნიშნული პროგრამით 90-მდე ბავშვმა ისარგებლა. პროგრამით სარგებლობა 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც ონკოლოგიური […]
2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320 500 ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

2023 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 320.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წერს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ მონაცემები ქვეყანაში სრულყოფილად არ აღირიცხება. საქსტატის მონაცემები მიღებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის მიხედვით და წარმოადგენს მიახლოებით მონაცემებს.
თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა

თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახება ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანცესკო ლუპატელიმ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თბილისის მერიის განმარტებით, თბილისის მერიამ განაცხადი „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსის მოსაპოვებლად 2023 წელს გააკეთა. ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, AECS Europe-ს სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დაათვალიერეს დედაქალაქში […]
გლდანის I მიკრორაიონის N19-19 ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19 – 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება […]
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე“ მიმდინარეობს

ქართველი, გერმანელი, იტალიელი, ესპანელი, ბრიტანელი მეცნიერები I საერთაშორისო კონფერენციაში „ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე” მონაწილეობენ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია კავკასიური იბერიისა და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლა, მათი რეცეფცია და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებისა და სავარაუდო კონტაქტების კვლევა. კონფერენცია 3 უნივერსიტეტის – ივანე […]
მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით, 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც შესაბამისად 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენლი. გარდა ამისა, […]
MASSIVE ATTACK-მა საქართველოში კონცერტი ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად გააუქმა

ბრიტანული ჯგუფი MASSIVE ATTACK-ი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, საქართველში 28 ივნისს დაგეგმილი კონცერტის გააუქმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროტესტი გამო, რომელიც თავს დაესხა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. “ახლა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მათ მიერ მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი ჩახშობის მხარდაჭერად”, -წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ პოსტში რომლის მიხედვითაც: “მშვიდობიანი […]
“შვილს უთხარით…” – პრეზიდენტის პირობა და შეხვედრა იმ პოლიტიკოსის ოჯახთან, ვისაც ემუქრებიან

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანიას და მის შვილს შეხვდა. რამდენიმე დღის წინ, თამარ ბელქანიამ დაწერა, რომ მას და მის შვილს ემუქრებიან და ამით არავინ ინტერესდება, პრეზიდენტმა მას მისივე პოსტზე უპასუხა და დაწერა: “შვილს უთხარით რომ სხვა თუ არა პრეზიდენტი დაინტერესდა.” ალიასთან, თამარ ბელქანია შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს: შეხვედრა იყო […]
მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული პროგნოზი წარმოადგინა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით , 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც შესაბამისად 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენლი. გარდა […]
შსს: სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე […]