კომფორტული, სანდო – როგორ აფასებს კომპანია “სკამი” საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს

ბიზნესის მართვის პროცესი ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევებს უკავშირდება. ტრანზაქციები, ფინანსების ანალიზი, დოკუმენტაციის მართვა თუ სხვა საჭიროებები მცირე თუ დიდი ბიზნესისთვის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. სწორედ ამ პროცესების გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელთა საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებულ პლატფორმას — ბიზნეს ინტერნეტბანკს დიდი ხანია, ბიზნესებს სთავაზობს. ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებს მხოლოდ ერთი სივრციდან შეუძლიათ თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩარიცხვა, ამონაწერის გაკეთება, კომუნალურების გადახდა, […]
აშშ-ის დიპლომატის თქმით, უკრაინა-ნატოს პოლიტიკა უცვლელია, მიუხედავად ბაიდენის განცხადებების ინტერპრეტაციებისა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება – რომ უკრაინა, სავარაუდოდ, არ გახდება ნატოს წევრი, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიების ომის დროს – არ წარმოადგენს ამ საკითხზე ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას ალიანსის მნიშვნელოვანი სამიტის წინ, უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენიანმა დიპლომატმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას. ამერიკულმა ჟურნალმა, Time-მა 28 მაისს გამოაქვეყნა ბაიდენთან ინტერვიუ, რომლის თანახმადაც ის […]
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები – სტანო

ევროკავშირის პრესსპიკერი, პიტერ სტანო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევების გამო. სტანოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღონ “ნეგატიურ მოვლენებს” და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. იგი, […]
სუსის უფროსმა დაადასტურა აფხაზეთში 2022 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის წინაზე გასულ 2023 წელს უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მან დაადასტურა, მანამე სოციალურ ქსელში აფხაზი ბლოგერის სარა ჩამაგუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია 2022 წელს დაკავებული საქართველოს მოქალაქის ასმათ თავაძის გათავისუფლების შესახებ. „სხვათა შორის ქალბატონი [ასმათ] თავაძის გათავისუფლება მოხდა […]
სტანო: EU მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არაზუსტი განცხადებებისგან
ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღონ ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიონ დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ იმგვარი ენის გამოყენებისგან, რამაც […]
სტანო: EU განიხილავს ყველა ვარიანტს, კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის

ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ.
გრიგოლ ლილუაშვილი სავიზო სანქციებზე – ეს არ არის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა იმედს გამოვთქვამ, პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს

ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა დაიწევს , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა აშშ-ის მიერ სავიზო სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას. ლილუაშვილის თქმით, უწყების დონეზე, საქართველოს აშშ-სთან იდეალური ურთიერთობები აქვს, […]
პიტერ სტანო – მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაასრულონ უარყოფითი მოვლენები, დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები

მოვუწოდებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაასრულონ უარყოფითი მოვლენები, დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები , – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. “ევროკავშირი წუხს […]
რატი იონათამიშვილი – ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს შშმ პირებზე, ვითარება ერთნაირად მძიმეა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის შშმ პირებისათვის

თანასწორობის, მშვიდობისა და თავისუფლების იდეას ალტერნატივა არ გააჩნია!, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს შშმ პირთა უფლებების ასამბლეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იონათამიშვილმა გამოსვლაში ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს შშმ პირებზე, ვითარება […]
პროკურატურა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების ნაწილი ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სხვა პირთან […]