“მე მაქვს ვიზა და…” – სუსის უფროსის პასუხი სანქციებზე

„არაფერი არ მიგვიღია….სანქციების თემა უკავშირდება სავიზო შეზღუდვას. მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადადგილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინც და მაინც იქ ჩასვლის მერე უნდა გაიგოს თავისი დასანქცირების შესახებ. როცა საელჩოს ვიზასთან დაკავშირებით მიმართავს, იქ გამოჩნდება მისცემენ თუ არა. მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებოდით ე.წ. გამჭვირვალობის კანონის […]

ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 3%-მდე შემცირდება – WB

მსოფლიო ბანკის (WB) პროგნოზის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 3.0%-მდე შემცირდება, – ამის შესახებ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების მსოფლიო ბანკის ანგარიშშია საუბარი. WB წერს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2025 წელს ზომიერ ნიშნულს – 2.9%-ს მიაღწევს. აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური […]

საქართველოს ფოსტის ინიციატივით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება

საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, […]

მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან – მსოფლიო ბანკის და სხვა გრანდების დადებითი შეფასებები ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან – მსოფლიო ბანკის და სხვა გრანდების დადებითი შეფასებები ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მშვიდობიან და სტაბილურ პოლიტიკას ყოველთვის აქვს დადებითი შედეგი და თან ახლავს ჯეროვანი, კარგი შეფასება საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური არბიტრების მხრიდან, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის […]

საერთაშორისო მედიები Massive Attack-ის მიერ გაუქმებულ კონცერტსა და მიზეზებზე წერენ

ბრიტანული ჯგუფის Massive Attack-ის მიერ გაუქმებული კონცერტის შესახებ საერთაშორისო მედიები წერენ. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ კონცერტის გაუქმება საქართველოში ადამიანის უფლებებზე თავდასხმას უკავშირდება. კონცერტი Black Sea Arena-ზე 28 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. “ჯგუფის განცხადება იმ მომენტში გავრცელდა, როდესაც ცოტა ხნის წინ ათასობით დემონსტრანტი საქართველოში ქუჩებში გავიდა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის გასაპროტესტებლად, რომელიც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას […]

“პოლიტჯაშუში” – “თეთრი სახლის “რომელიღაც” ჩინოვნიკების განცხადებები პოლიტიკურია” – სუსი ფარცხალაძეზე

სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან, ოთარ ფარცხალაძეზე დასმული კითხვის პასუხად, განაცხადა: “ასეთ მძიმე დანაშაულში სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს. თუკი ეს სტანდარტი არ გაქვს, მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან ძნელია, რომ ფარცხალაძეს, ან ნებისმიერ პირს თეთრი სახლის რომელიღაც ჩინოვნიკის გაცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში. […]

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები ზედმიწევნით გამოიძიოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი საქართველოსი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და საქართველოს […]

სუს-ის ხელმძღვანელი – პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს – არ არის სათანადო მტკიცებულებები

სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, [პრემიერის] განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცისთან დაკავშირებით, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების […]

გრიგოლ ლილუაშვილი – ჩვენი სუს-ის მოწყობა ერთ-ერთი საუკეთესოა, კოლეგა უწყებები ევროპიდან ჩამოდიან და რეფორმებს სწავლობენ – თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ

თუ „ლელოს“ რამდენიმე ათეული წლის მერე გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვა, მერე შეცვალონ მათ უსაფრთხოების სისტემა, – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, პარტია „ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებას,რომ მათ მიერ შემუშავებული ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ანტიკორუფციულ საქმიანობას ცალკე გამოიტანენ და დამოუკიდებელი, ძლიერი, ერთიანი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნება. ლილუაშვილის თქმით, […]

სუს-ის ხელმძღვანელი – ბოკოვმა ამოწურა სასჯელი ბოლო ვადამდე – მგონი, უკვე დატოვა საქართველო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე თავდამსხმელი ვასამბეგ ბოკოვი ვადაზე ადრე არ განთავისუფლებულა. მისი თქმით, თავდამსხმელმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა და, სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა. „ბოკოვის მუხლი, რაზეც იყო დაკავებული, მან ამოწურა სასჯელის ბოლო ვადამდე, ანუ წინასწარი ან ვადამდელი განთავისუფლება არ მომხდარა – მუხლი, რასაც ითვალისწინებდა, ის სასჯელი მან მოიხადა. მგონი, მან […]