„დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის“ – კახა კალაძე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. კახა კალაძის თქმით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, რის იმედსაც მას ნაკრების კარგ ფორმაში ყოფნა აძლევს. „დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის. ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო […]

ციხეში მყოფი რუსი ოპოზიციონერი იაშინი ამბობს, რომ უარს იტყვის გაიცვალოს დასავლეთში დაპატიმრებულ რუსებზე

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი – რომელსაც რვანახევარი წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის კრიტიკისთვის – ამბობს, რომ არ დათანხმდება გაიცვალოს დასავლეთში დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებზე, თუკი ამგვარი წინადადება წამოიჭრება. ტელეკომპანია Dozhd TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტებიც 12 ივნისს ტელეგრამით გამოქვეყნდა, იაშინი ამბობს, რომ შესაძლო გაცვლა მისთვის ემიგრაციის ტოლფასი იქნება და […]

ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი

ოპოზიციური არხების ეს ტაქტიკა – არ გააშუქონ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში, მხოლოდ და მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ოპოზიციური არხების მიერ ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის არ გაშუქებას აფასებს. დეპუტატის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პრემიერ- მინისტრის ვიზიტი. სეფაშვილი აღნიშნავს […]

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: კაკისტოკრატია

კაკისტოკრატია ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფოს მმართველობის ისეთ ფორმას ნიშნავს, როდესაც ძალაუფლება ყველაზე ცუდ, არაკვალიფიციურ და უსინდისო ადამიანების ჯგუფს უპყრია ხელთ. საქართველოში დღეს კლასიკური კაკისტოკრატია გვაქვს, სადაც ავტორიტარიზმის, მაფიოზურ-კლანურობის, კორუფციის, კრიმინალის, გაუნათლებლობის, არაკვალიფიციურობის, ანტიჰუმანურების, ქრისტიანული და ნებისმიერი ტრადიციული რელიგიური ეთიკის თავდაყირა დაყენების და უსინდისობის ისეთი კოქტეილია ათქვეფილი, რომ მისგან მომდინარე სიმყრალის სრულად გასანიავებლად და ნაბახუსევიდან თავის […]

სეტყვამ თელავის სოფლები დააზარალა

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სეტყვა, დაახლოებით, 10 წუთს გაგრძელდა, თუმცა მნიშვნელოვნად დააზიანა ვენახები, ხილის ბაღები, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ავტომობილებიც. “სეტყვა დიდი ხანი არ ყოფილა, მაგრამ იმხელა მარცვლები იყო ბოსტანში რასაც მოხვდა ყველაფერი გაანადგურა. ახლა ვენახში მივდივართ და იქ ვნახავთ რამდენად დიდია ზარალი, თუმცა მეზობელმა იქიდან დამირეკა, რომ არ არის […]

სუსი თვლის, რომ კანონის ეფექტს გვერდების რაოდენობა განსაზღვრავს – “6–გვერდიანმა კანონმა? როგორ შეიძლება?”– ლილუაშვილი

უს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურებაბ და ამბობს: დეკემბერში მივიღეთ სტატუსი. როგორ შეიძლება, 4 თვეში ერთმა 6-გვერდიანმა კანონმა საერთაშორისო პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს ქვეყანას. ეს ხომ წარმოუდგენელია. თქვენ შეგიძლიათ მითხრა, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს. დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. 6-გვერდიანმა კანონმა? როგორ შეიძლება შეცვალოს […]

ბლინკენი: “ჰამასის” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზოგ მოთხოვნაზე მუშაობა შეუძლებელია

ოთხშაბათს, 12 ივნისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ „ჰამასი“ განსახილველად გამზადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში „უამრავი ცვლილების“ შეტანის შეთავაზებით გამოვიდა. ბლინკენის თქმით, ზოგიერთ მათგანზე მუშაობა შესაძლებელია, ზოგიერთზე კი არა. „ისრაელმა შეთავაზება არსებული სახით მიიღო. „ჰამასმა“ ეს არ გააკეთა”,-თქვა ბლინკენმა დოჰაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „მომავალ დღეებში ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან, კატართან, ეგვიპტესთან ერთად, ამ შეთანხმების მისაღებად, […]

აშშ-მა ქვეყანაში ნავთობის მოპოვების 2024 წლის პროგნოზი დღეში 40 000 ბარელით გაზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა 2024 წლისთვის ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პროგნოზი (სხვა თხევადი ნახშირწყალბადების გამოკლებით) 13,2 მილიონი ბარელიდან დღეში 13,24 მილიონ ბარელამდე გაზარდა. საპროგნოზო მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებელს (12,93 მლნ ბარელი/დღეში) 310 ათასი ბარელით აღემატება, რაც აშშ-ში ნავთობის მოპოვების ახალი რეკორდი გახდა. წინა რეკორდი დაფიქსირდა 2019 წელს – 12.3 მილიონი ბარელი დღეში. ამავდროულად, სააგენტომ ოდნავ შეამცირა ნავთობის […]

უახლოეს საათებში კახეთში წვიმამ შესაძლოა, მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 12 ივნისს, უახლოეს საათებში, კახეთის რეგიონში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა კახეთის პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერს სააგენტო.

რეაბილიტოლოგის მომსახურება ადგილზე – ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი „კინესთეზია“ გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ახალი სტარტაპი „კინესთეზია“ გამოჩნდა, რომელიც მსურველებს რეაბილიტოლოგის მომსახურებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ „კინესთეზიამ“ საქმიანობა, ახლახან დაიწყო მან უკვე შეძლო გაფართოება და სერვისების გამრავალფეროვნება, რაზეც დეტალურად „ქალების ნარატივში“ სტარტაპის დამფუძნებელმა, გიგი ტაბაღუამ ისაუბრა. „უამრავი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებია ჩვენს გარშემო, რომელთაც სჭირდებათ კომფორტულად ადაფტირება საზოგადოებაში, სწორედ ეს იყო მთავარი გამოწვევა ჩვენთვის , რათა დავხმარებოდით […]