სუს-ის უფროსი გლობალური ომის პარტიაზე: ინტერპრეტაციების საკითხია, პოლიტიკოსებს ჰკითხეთ

ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული შეიძლება არსად არ იყოს და პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე გლობალური ომის პარტია, ეს ტერმინი ჩამოყალიბდა ალბათ, პოლიტიკოსებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა, ჩემი აზრით, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ერთად ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას და ჩვენ სცენაზე ვიხილეთ როგორც შარშან, ისე წელს, ასეთი დამაზიანებელი განცხადებები… […]

ლილუაშვილი: პრემიერმა ბრძანა, რომ ვარჰეიმ მეგობრულად გააფრთხილა, ეს მუქარად ჩაითვალა?

უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში, ამაზე ჩაითვალა, რომ არ არის ის საკმარისი სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები, იმ ქვეყანაში სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, გამოძიების მაღალი სტანდარტი, ეს არ იყო საკმარისი… …პრემიერმა ბრძანა, რომ მან [ევროკომისარმა] გამაფრთხილა, მეგობრულად, რათა […]

აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი უპრეცედენტოდ გაუფასურდა

აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი უპრეცედენტოდ გაუფასურდა. რამდენიმე ბანკმა უკვე გაზარდა მათგან დოლარის და ევროს შეძენის კურსები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ზოგიერთ კომერციულ ბანკში დოლარის შეძენის კურსი 200 რუბლია, ევროს ღირებულებამ კი 160 რუბლს მიაღწია. შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ დოლართან და ევროსთან ტრანზაქციები სარეზერვო ბაზარზე გაგრძელდება. რუბლისადმი მათი […]

ურანის ფასები ივნისში $85-ს ჩამოსცდა

ურანის ფასები ივნისში დაეცა 85 დოლარზე დაბლა ფუნტზე, რაც 2024 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Trading Economics-ის ცნობით, ფასების კლება მიწოდების შეზღუდვებთან დაკავშირებით შეშფოთების შემცირებამ განაპირობა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაამტკიცა 2,7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ურანის შიდა კონვერტაციასა და გამდიდრებაში, რაც ხელს შეუწყობს მიწოდების გაზრდას. ეს ღონისძიება შედის კანონპროექტში, რომელიც კრძალავს ურანის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან. გამოცემა აღნიშნავს, […]

შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები უკვე მოგებულია – ირაკლი კუპრაძე

“შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები უკვე მოგებულია, გვჭირდება ბრძოლა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია”– განაცხადა მამუკა ხაზარაძის მარჯვენა ხელმა ირაკლი კუპრაძემ 12 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში, როდესაც უპასუხა ეკა მიშველაძის კითხვას, თუ რა კონფიგურაციით აპირებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

იგივე უზნეო და ამორალური სტატუსი ელოდება ნიკო მანაგაძესაც და სხვა მსგავს არაკაცებს “ნაცების” წიაღიდან

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი აქტივისტის ნიკო მანაგაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მისი მშობლების ინტერვიუს პასუხად აცხადებს, რომ დედასთან ურთიერთობა არ აქვს და ამორალური და მძიმეა მისთვის ამის მოსმენა. ანალიტიკოსი თქმით, საბჭოთა პროპაგანდის “საუკეთესო ტრადიციებით”, ნაცსექტა ზრდის თანამედროვე “პავლიკ მოროზოვებს”, როგორიცაა ნიკო მანაგაძე და თავხედურად ფარისევლობს, რომ პროდასავლურია. აბაშიძე აღნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვი საბჭოთა პროპაგანდამ საკულტო ფიგურად […]

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ შემოიღო ახალი სანქციები, რომლებიც მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ასკვნის, რომ “რუსეთი სამხედრო ეკონომიკად იქცა, რომელშიც რუსეთის მრეწველობის მთელი სპექტრიდან კომპანიებს საკუთარი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო ძალისხმევებში.” რუსეთის თავდაცვის სფეროდან სანქციები შეეხო კომპანიებს, რომლებიც სამხედრო […]

სად უნდა დაიძინო, რომ თბილისში გაიღვიძო? – სუსის უფროსის რჩევა

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და ამბობს: იმდენად პოლიტიზირება მოხდა ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი პოლიტიკური აქტორი იყო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგვარი “ბაბლი” შექმნა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში. დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინეთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში.

U20. 45:17 – საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლები 45:17 დაამარცხა. “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” პირველი ტაიმი 16:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ანგარიში გაზარდეს და “ექვსი ერის” ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო გაიტანეს: ორი ტატო ბურთიკაშვილმა, თითო-თითო კი გიორგი სპანდერაშვილმა, შოთა ხელაძემ და ნუგზარ ქევხიშვილმა. ლუკა ცირეკიძის ანგარიშზე 5-დან 4 გარდასახული ლელო, 4 გატანილი […]

საქართველო „პოსტსაბჭოთა სივრცის ჩემპიონია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში“ – მიხაილ ვინოგრადოვი

კრემლი კი უარყოფს, მაგრამ მისი მხარდამჭერი გავლენიანი ტელეგრამ არხი წერს, რომ თბილისში რუსეთის საელჩოს გახსნა მხოლოდ „დროის ამბავია“. „ბრიფმა“, ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა, 12 ივნისს დაწერა, რომ წყარომ, რომელიც „თბილისის დიპლომატიური წრიდანაა“, უთხრა, რუსეთი და საქართველო „დიპლომატიური ურთიერთობების სრულყოფილ აღდგენას“ განიხილავენო. „ბრიფი“ ძალიან დაინტერესდა „მთავარი არხის“ მიერ 11 ივნისს გავრცელებული ამბით. ტელევიზიამ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, […]