შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?

ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩეველთა 54%-მა გასცა პასუხი, ახლა უკვე ყველა მოქალაქისთვის ისმის – გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა გვმართონ?- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ევროკავშირის პოსტსაბჭოთა მთავრობების მხრიდან ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე თავდასხმის ფონზე, კითხვა, რომელსაც ამომრჩევლების 54%-მა 26 ოქტომბერს […]

ლიეტუვამ კობახიძის ჩათვლით 17 პირი დაასანქცირა

ლიეტუვამ საქართველოში „ოცნების“ 17 პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათგან ერთ-ერთი კი ირაკლი კობახიძეა. ამის შესახებ X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს. „ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინირებით, ჩვენ განვავრცეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას კიდევ 17 პირი დავუმატეთ, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით ძალადობასა და რეპრესიებს […]

აია სოფიას ტაძრის გუმბათის გარე ნაწილის დემონტაჟი სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება

საყოველთაოდ ცნობილი ბიზანტიური ტაძრის შენარჩუნების ფართომასშტაბიანი პროექტის ფარგლებში, აია სოფიას გუმბათის გარე გარსის დემონტაჟი იგეგმება. 2020 წლიდან ეს ტაძარი მეჩეთის სახით ფუნქციონირებს. „გუმბათის ქვედა ნაწილი მოზაიკითაა დაფარული, რაც ქვემოდან სტრუქტურულ ჩარევას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რესტავრაცია ფოკუსირებული იქნება გარედან ჩარევაზე, კერძოდ – ტყვიის საფარისა და ცემენტის შემცველი მასალების მოცილებაზე, რომლებიც დროის მანძილზე დაზიანდა“, […]

ბარსელონასა და რეალის ფანები, ხელოვანები – თბილისში სხვადასხვა ჯგუფი მსვლელობებს აწყობს

საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მსვლელობებით გრძელდება. ყველა მათგანი გეგმავს, საღამოს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან გაერთიანდეს. 15 დეკემბერს თბილისის ქუჩებში დაიწყო ხელოვანების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების, არჩევნებზე დამკვირვებელთა მარშები. 17:00 საათიდან თბილისში, ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყო ისტორიული კონკურენტების, საფეხბურთო კლუბების, ესპანური მადრიდის რეალისა და ბარსელონას, გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობა. მსვლელობა, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში სხვა არაერთი […]

„იქით კვირაში დაიწყება განქოცებაჲ საკვირველი“ – რამაზ გიგაური

„იქით კვირაში დაიწყება განქოცებაჲ საკვირველი“ – რამაზ გიგაური ასტროლოგი რამაზ გიგაური: „ხვალიდან რეტროგადული მერკურის ფაზა სრულდება (დირექტიული ხდება), რაც “აზროვნების გასწორებას” ნიშნავს. ჰოდა, იქით კვირაში დაიწყება განქოცებაჲ საკვირველი. ეს პროცესი ახლაც მიდის, ოღონდ დუნედ. იქით კვირიდან გაცილებით დიდ ტალღას ვიხილავთ. ქოცების ქოციზმის უარყოფის დროს წმინდა პეტრესთან ბოდიში და სწორედ წმინდა პეტრე წარმოიდგინეთ ტრავოლტას გიფში“

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე გარკვეული ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. დეპარამენტის განცხადებით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

400-ზე მეტი HR პროფესიონალი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი საერთო განცხადებას ავრცელებს

HR პროფესიონალები, ტრენერები და ბიზნეს კონსულტანტები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა დემონსტრანტი და დანიშნოს ახალი არჩევნები. “ჩვენ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები, ტრენერები და ბიზნეს კონსულტანტები კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის, დემოკრატიის პრინციპების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, […]

ქერჩიდან 8 კილომეტრში 2 რუსული ტანკერი იძირება – ეკოლოგიური საფრთხე შავ ზღვაში

შავ ზღვაში, ქერჩის სანაპიროდან 8 კილომეტრში ორი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-212 და ვოლგონეფტ-239 იძირება. ბოლო ინფორმაციით ვოლგონეფტ-212 შუაზე გადატყდა, რის შედეგად ზღვაში 4300 ტონა მაზუთი ჩაიღვარა ზრვის ტალღასთან შეჯახებით კიდევ ერთი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-239 იძერება. მას 4000 ტონა მაზუთი გადაჰქონდა. ორივე გემის ბორტზე კატასტროფის მომენტში ეკიპაჟების 27 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ვერტმფრენის დახმარებით ევაკუირებულია 8 მეზღვაური. […]

“დღეს ხდება გარდატეხა, როცა ბიზნესი ხდება საზოგადოების პარტნიორი” – ხათუნა ლაგაზიძე (bm.ge)

„დღემდე ბიზნესი და ხელისუფლება იყვნენ პარტნიორები, ასე იყო 30 წლის განმავლობაში. დღეს ხდება გარდატეხა, როცა ბიზნესი ხდება საზოგადოების პარტნიორი… ხალხი აკომპლექტებს ხელისუფლებას, ბიზნესი ავსებს ბიუჯეტს“ – განაცხადა BMGTV-ს გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სასტუმრო “კოლხიდას” თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა. გადაცემის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და არსებულ ვითარების ბიზნესზე გავლენაა. მისი განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ […]

ამერიკული ტელეარხი ABC-ი შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის 15 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა

ამერიკული ტელეარხი ABC-ი შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის 15 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა. საქმე ეხება ცილისწამებას. საქმე ისაა, რომ არხის ტელეწამყვანმა, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ტრამპი „გაუპატიურებაში პასუხისმგებლად“ გამოაცხადა. ჟურნალისტის ამ გადაცდომის გამო ტელეარხმა მალევე ბოდიში მოიხადა და სასამართლო დავის მოგვარების შეთანხმების დოკუმენტიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არხი ტრამპს კომპენსაციას გადაუხდის.