პროტესტანტები, ბაპტისტები, მოლოკნები და სახარების რწმენის ეკლესია ამაღლებას დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ, სახარების რწმენის ეკლესიებს, ბაპტისტურ და ქრისტიან მოლოკანთა თემებსა და მრევლს ამაღლების დღესასწაულს ულოცავს. „12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი – ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება და ქრისტეს ზეცად ამაღლების ნიშნად იდღესასწაულება“,- აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ. „ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, უკანასკნელად მათ აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა […]
კიევის ოლქში საწარმოში იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს 24 საათია ვერ აქრობენ

კიევის ოლქში 12 ივნისის იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს 24 საათია, რაც ვერ აქრობენ. უკრაინის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში 13 ივნისის გამთენიისას დაწერეს, რომ ცეცხლის ჩაქრობას აგრძელებენ. ადგილზე მიშაობს 249 მაშველი და 100-მდე სახანძრო ტექნიკა. უცნობია თუ ზუსტად რა ობიექტი იწვის. გასულ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მათ იერიშები მიიტანეს საჰაერო ინფრასტრუქტურასა და თვითმფრინავების სადგომებზე, […]
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში შეგვეძლება აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოვიტანოთ“ – ვახტანგ იობაშვილი

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში შეგვეძლება აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოვიტანოთ“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი იმპორტიორებისთვის ბევრად მოსახერხებელი და სარფიანი იქნება ამ ტიპის საწვავის აზერბაიჯანიდან შემოტანა, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან ან რუსეთიდან. „შევარდნაძის ავად სახსენებელ დროს ჩვენ არ გვყავდა სხვა მომწოდებელი, გარდა აზერბაიჯანისა. აზერბაიჯანი გვაძლევდა […]
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ. „აღფრთოვანებული ვიყავი ქართული […]
Crosty, ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობით, ფეხსაცმლის შემდეგ, აქსესუარებსა და ტანსაცმელს გამოუშვებს

Crosty, ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობით, ფეხსაცმლის შემდეგ აქსესუარებსა და ტანსაცმელს გამოუშვებს, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას Crosty-ის დამფუძნებელმა შოთა მიქაიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ნაკრებისთვის შექმნილი Crosty-ის სნიქერსების ლიმიტირებული სერია 11 ივნისიდან ჩაეშვა გაყიდვაში და 900 ლარი ღირს. შოთა მიქაია გვიყვება, რომ Crosty-ის ახალ სპორტული ფეხსაცმელზე მუშაობა, უშუალოდ ეროვნული ნაკრების ინიციატივით, 1-1.5 თვის წინ დაიწყეს და […]
წელს, ბანაკებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია – “ამბავი”

საგანმანათლებლო პლატფორმის „ამბავი“ ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერი, ანნა ზანქაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს, ბანაკზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში” ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პლატფორმა მშობლებსა და ბავშვებს არა მხოლოდ ბანაკს სთავაზობს, არამედ მშობლებისთვის საკონსულტაციო მიმართულებაც აქვთ. კვალიფიციური სპიკერები მათ ონლაინ სივრცეში ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრება, როგორიცაა მაგალითად, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის […]
საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს – მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა – ძალადობის ტენდენციას ხელს უწყობს პოლიტიკოსების განცხადებები, სადაც დანაშაული ზოგიერთ შემთხვევაში წახალისებულიცაა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და მოუწოდებს, აღასრულოს თავისი მოვალეობა და ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, აღკვეთოს ძალადობა. ორგანიზაცია მოითხოვს, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა, ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ. „ბატონო ირაკლი, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, […]
ბუენოს-აირესში საბიუჯეტო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სენატში ბიუჯეტის შემცირების რეფორმების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დასაშლელად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. BBC-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზომები მილიონობით არგენტინელს დააზარალებს, ე.წ. ბენზინის ბომბები და ქვები ისროლა, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი დაწვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პრეზიდენტ ხავიერ მილეის […]
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე […]