ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე – კახა კალაძემ 2015 წლის 13 ივნისზე

თბილისის მერმა 9 წლის წინანდელი ტრაგედია მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გაიხსენა. „დღეს 13 ივნისია – ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით ასევე ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი – ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, […]

ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი – კონკურენციის სააგენტო თხილის ბაზარს აფასებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), თხილის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ: 2020-2023 წლებში, ხუთი მსხვილი ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე 37%-დან 47%-მდე მერყეობდა. თხილის ექსპორტი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ხორციელდებოდა იტალიაში (32%), რომელსაც მოყვება გერმანია (20%), სომხეთი (7%) და რუსეთი (4%). საქართველოდან 2020 წელს – 289,8 მლნ. ლარის ღირებულების […]

100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ერევანში, პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირებისას

ერევანში, სომხეთის პარლამენტთან, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის 12 ივნისს, საღამოს, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 101 ადამიანი დაშავდა. ეს ინფორმაცია დღეს, 13 ივნისს დილით, გამოაქვეყნა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი მონაცემებით, 85-მა პირმა სამედიცინო დაწესებულებები პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ დატოვა, სხვები კი კლინიკაში რჩებიან. სომხეთის შსს-ს ცნობით, დაშავებულებს შორის 16 პოლიციელია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, […]

კალაძე: ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა […]

არანაირი ყურსასმენები, ფლეისთეიშენი და ხუმრობა ვარჯიშზე – სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულ პირობებში ემზადება. “აძურის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდს აკრძალვები დაუწესა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ყურსასმენების ტარება, “ფლეისთეიშენზე” თამაში და ვარჯიშზე ხუმრობაც კი ეკრძალებათ. შეგახსენებთ, ბოლო ევროპის ჩემპიონატი სწორედ იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, როდესაც “სკუადრა აძურამ” ტურნირის ფინალში ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. იტალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე […]

აღდგომიდან მეორმოცე დღე – ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში […]

ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი – არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით

ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი – არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით ყველაფერი მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. ყველაფერი მიეცემა მივიწყებას, მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით, – ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალურმა […]

კახა კალაძე – სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს, პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებას ხელს ვერ შეუშლის. „შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა […]

კახა კალაძე – გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები – ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი

ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. „დღეს 13 ივნისია, ჩვენი […]

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები […]