კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა. როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან. ელჩთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, აკადემიური სფეროს მიმართულებით და […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ლევან ალექსიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის […]

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება, რითაც, როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა, პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები. “ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ანტიკორუფციულ კანონში ცვლილებების პაკეტს. თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, […]

უკრაინა ამბობს, რომ დამატებითი ანტისაჰაერო დაცვის გარეშე, ზამთრისთვის საკმარისი ენერგია არ ექნება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ქვეყანას უხლოესი კვირების განმავლობაში მეტი ანტისაჰაერო დაცვა სჭირდება, რათა რუსული თავდასხმებით დანგრეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნახევრის შეკეთება შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა ზამთრის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. გერმან გალუშჩენკომ თქვა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ სისტემებზე თავდასხმებს აძლიერებდა და ამით მის აღდგენას აძნელებდა და მარაგების მიწოდებას ამუხრუჭებდა. უკრაინის ენერგო სექტორზე რუსული რაკეტებით და […]

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ანტიკორუფციულ კანონში ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები “ფასადური და […]

პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ […]

არჩილ თალაკვაძე – ყველა მშობლის ოცნებაა, შვილებს მისცეს ხარისხიანი, კონკურენტული განათლება და ხელისუფლება სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში თითოეული ოჯახის გვერდით დგას

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაზე არის მეტწილად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არის სფერო, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის მომავალ ეკონომიკასთან, განვითარებასთან, ისე პირდაპირ იმასთან, თუ სად იქნება ხვალ საქართველო, რა ადგილი ექნება მას ხვალინდელ მსოფლიოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელსა და წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (EYOF) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მოხალისეთა სტატუსით მონაწილეობა იყო. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია […]

გიორგი ჩაკვეტაძე – „ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის განათლების სექტორი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

„ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის განათლების სექტორი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ 2012 წელთან შედარებით სექტორის დაფინანსება 4-ჯერ არის გაზრდილი და 2 მილიარდ 500 მილიონ ლარს შეადგენს, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის” ფორმატში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა. ახალი, თანამედროვე ნაგავმზიდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, ხელვაჩაურის, გამწვანებისა და კომუნალური მომსახურეობის სამსახურს გადასცა. ახალი ნაგავმზიდი ტექნიკა გაამარტივებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ყოველდღიურ რეჟიმში და 11 ადმინისტრაციულ […]