რამდენიმე წელში, ყველა ქალაქში და სოფელში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება – გუგა კაკაბაძე დეტალებზე

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა წელს 186 მილიონი დოლარის ჯამური ბიუჯეტით გეგმავს პროექტების განხორციელებას, საიდანაც დაახლოებით 86 მილიონი დოლარი დონორების სახსრებია, დანარჩენი კი ბიუჯეტიდან მიღებული თანხა. კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოები ჯამში 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, წლის ბოლოს დაგეგმილია, იმერეთის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სამუშაოების […]

ხოშტარია: ოცნების წინააღმდეგ ერთიანი, დიდი, საერთო ფრონტი უნდა იყოს

4 ძირითადი მიზეზია, რატომაც მგონია, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ ერთიანი, დიდი, საერთო ფრონტი უნდა იყოს. · ეს არის რეფერენდუმი – რაც არ უნდა დავარქვათ, ეს არჩევნები თავისი შინაარსით არის რეფერენდუმი. იმიტომ, რომ პროდასავლურებმა რუსები უნდა გავუშვათ. · ეს არის ძალის დემონსტრირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია მომგებად გამოიყურებოდეს. კამათი და მსჯელობა შეიძლება, რომ მარტო ერთიანი, დიდი […]

ხვიჩია: დავჯდეთ, რესურსები გავაერთიანოთ, ვილაპარაკოთ, ამ ZOOM-ში კი არ უნდა ვწვალობდეთ

ჩვენი პოზიციაა, სანამ რამეს გავერკვევით და იმას თუ ყველა ხვდება, რომ გაერთიანებები რაღაცა ფორმით ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ასეთი ტიპის დასაბუთებით, რომ “ჩემი აზრით ორი პარტია უნდა იყოს” ან “ერთი დიდი პარტია უნდა იყოს”. ამას რაღას ტიპის არგუმენტაცია უნდა მოყვებოდეს. ეს არგუმენტაცია როგორ შეიძლება შევიძინოთ გზადაგზა? გაიხსნას დისკუსიები და […]

აშშ-ის შემდეგ მოსკოვის საფონდო ბირჟის წინააღმდეგ სანქციები ბრიტანეთმაც დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა, მთავრობის ვებგვერდის თანახმად, სანქციები დააწესა მოსკოვის ბირჟის, ეროვნული საკლირინგო ცენტრისა და გაანგარიშების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ. ერთი დღით ადრე მსგავსი სანქციები შეერთებულმა შტატებმა დააწესა. შეზღუდვები დაწესდა იმის გამო, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ რუსეთის მთავრობის მიერ ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში სარგებლის მიღებაში. სანქცირებულ პირებს შორის არიან მოსკოვის საფონდო ბირჟის საბჭოს თავმჯდომარე იური დენისოვი, S8 […]

კურორტი გოდერძი ბათუმთან ერთად ძალიან მალე ყველას გააოცებს, როგორც ზამთრის ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო მიმართულება – თორნიკე რიჟვაძე

კურორტი გოდერძი, რომელიც ნამდვილად სწრაფად და დინამიკურად ვითარდება, ბათუმთან ერთად ძალიან მალე ყველას გააოცებს, როგორც ზამთრის ერთ-ერთი გამორჩეული საკურორტო მიმართულება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მან ბათუმისა და მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „შედეგები უკვე სახეზეა. ბოლო წელს აჭარის ბიუჯეტი 23 %-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ეს […]

დოლიძე: ისეთი სია უნდა შეიქმნას, რომელიც მაქსიმალურ ადამიანს მოიყვანს არჩევნებზე

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება და ორი ამოცანა გვაქვს. 1. ტექნიკური – ისეთი გაერთიანებები შეიქმნას, რომ რისკი არ გაჩნდეს, რომ ბარიერი ვიღაცამ ვერ გადალახოს, რადგან დარჩენილი მანდატები ბარიერგადაულახავი პარტიების ნაწილდება რიგითობის მიხედვით, ყველაზე მეტი მას, ვინც ყველაზე მეტი შედეგი მიიღო და ა.შ. ანუ არ უნდა მივცეთ ზედმეტი მანდატები ქართულ ოცნებას, ისეთი გაერთიანებები შეიქმნას – 5%+. ეს […]

ბოკერია: ერთიანი სია, ერთ ქვაბში ყველას ჩაჰყრა საჩუქარი იქნებოდა ივანიშვილის რეჟიმისთვის

რაც შეეხება ერთიან სიას, დღეს ამაზე საუბარი არის უდიდესი შეცდომა, ეს იქნებოდა უდიდესი საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის – ერთ ქვაბში ყველა ძალის ჩაყრა, არჩევანის შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მძევლად ჩაყენება მოქალაქეებისა. უნდა გავითვალისწინოთ, აქ გასაზომი ის კი არ არის, რამდენი ადამიანი იტყვის, რომ მინდა ერთიანი სია. ყველა მოქალაქე, ვისაც პრობლემა ექნება ერთიან სიასთან, ის არის პოტენციურად დაკარგული […]

კუპრაძე: ვთვლით, რომ ოპოზიციაში რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი უნდა არსებობდეს

ლელო არის ერთობის მომხრე. ერთობა შინაარსზე დაყრდნობით წარმოგვიდგენია, რომელიც სინერგიას უნდა იძლეოდეს და არა განზიდვას. შესაბამისად, ჩვენთვის გამარჯვებისა და რუსული რეჟიმის შეცვლის ფორმულა არის ისეთი ერთობებისა და სინერგიების შექმნაში, რომელიც მეტ ამომრჩეველს დააინტერესებს, რომ არჩევნებზე მივიდეს და განზიდვა არ გაუკეთოს იმ შემთხვევებში, თუ ამ კონფიგურაციაში რაიმე მათთვის მიუღებელი აღმოჩნდება. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე […]

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს, – ამის შესახებ განცხადებას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია, სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას […]

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე – თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საჯარო სასეირნო სივრცე, ბულვარი და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები განთავსდება 9 ჰექტარზე. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან საერთაშორისო საინჟინრო და არქიტექტურული კომპანიები, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, პროექტში 7000 ჩვენი მოქალაქე დასაქმდება.