გარემოს დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდში მომხდარ დანაშაულს გმობენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ გუშინ სოფელ ბალდში მომხდარ ძალადობრივ დანაშაულს გმობენ. კერძოდ, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმას, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს „კანიონი 350-ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბალდის კანიონთან მიმდინარე სამუშაოების მოწინააღმდეგეების მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის […]
ეკონომიკის სამინისტრო მედიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

ეკონომიკის სამინისტრო მედიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, გავრცელებული ცნობები არის დაუზუსტებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული 17 […]
ვადებთან მიმართებით გამოწვევები გვაქვს – წყალმომარაგების კომპანია კონტრაქტორებზე

24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა საქართველოს მასშტაბით ქალაქებში 2025 წლის ბოლოს, სოფლებში კი 2030 წლის ბოლომდე მოგვარდება – ამის შესახებ bm.ge-თან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ გუგა კაკაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამუშაოები ერთდროულად 100 -ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს, რაშიც ჯამში წელს 186 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მან ასევე განმარტა, რომ გამოწვევებია ვადებთან დაკავშირებით: “პროექტებში ერთ-ერთ […]
ბოკერია: ენმ-ში ჩემთვის მიუღებელია აწმყო, წარსულზე მეც ვაგებ პასუხს – კარგზეც და ცუდზეც

ჩემთვის დღევანდელ ნაციონალურ მოძრაობაში მიუღებელია აწმყო, პირველ რიგში. წარსულზე მეც ვაგებ პასუხს – კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ აწმყო, რომელიც ბაძავს ივანიშვილის რეჟიმს ყველა საკითხში თითქმის – ჩრდილოვანი მართვის ფორმაში, ბელადის როლში, ეთნიკურ-რელიგიურ ნაციონალიზმში, ეგ არის ჩემთვის მიუღებელი და რაც მთვარია, ნაღმი. ვნახეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვერ გავთვლით იმაზე, თუ რამე შეთანხმება იქნა, მერე […]
გვარამია: გაერთიანება აუცილებელია სწორი კონფიგურაციებით და არა ყველას ერთ კალათში ჩაყრით

თუ ვინმე ერთიანი სიის მიღმა რჩება, მაშინ პრობლემა ის კი არაა, რომ ვიღაც დარჩა და ერთიანობა ჩვენ არ გვინდა. პრობლემა არის ის, რომ ერთიანობის განცდა უბრალოდ იკარგება. ზოგადად, ერთიანობასთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, პარტია ახალს არანაირი წინასწარი განწყობა არ გვაქვს, ეს ცუდია თუ კარგია. ჩვენ მკაფიო და რაციონალური არგუმენტები გვჭირდება, ეს კარგია თუ ცუდი. არაერთი კვლევა […]
მეზვრიშვილი ოპოზიციურ ერთობაზე: ხალხი ჭრელია, ხმების დაკარგვის რისკს ვხედავთ

არჩევნებში მონაწილეობას მარტო მივიღებთ […] რაც შეეხება ერთობას – შეუძლებელია, ამ იდეას შეეწინააღმდეგო, მით უმეტეს, როცა ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებულ ერთობაზე ვსაუბრობთ. ისეთზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული მომავალი. მაგრამ, მთავარი კითხვა არ ისმის ხოლმე: ეს ერთობა ხმებს გვაკარგვინებს თუ არა. ჩვენთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ ხმები არ დაიკარგოს. ამომრჩეველი სხვადასხვაა, ჭრელია და ხმების დაკარგვის რისკს […]
დეკანოიძე ოპოზიციის ერთობაზე: საბოლოო გადაწყვეტილებამდე სახიფათოდ მიმაჩნია კინკლაობა

არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ძალადობრივ რეჟიმთან. ზოგადად, მე უფრო დაჯგუფებებს ვემხრობი და სინერგიულ ერთობებს, მაგრამ ამ გაერთიანებამდე, ერთი იქნება თუ ორი იქნება, სახიფათოდ მიმაჩნია ცოტა მკვეთრი ტონით კინკლაობა და ბევრი საუბარი ამაზე. რადგან თუ რამემ შეიძლება ფრუსტრაცია გააჩინოს ადამიანებში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მანამდე, ვფიქრობ, ძალიან უცნაურია ამაზე ბევრი საუბარი. პირიქით, ჩვენ ქმედითები […]
დიპლომატების თქმით, ჩინეთი მხარს საკუთარ წარდგენილ უკრაინის სამშვიდობო გეგმას უჭერს

ჩინეთი, რომელიც გამოტოვებს უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ შაბათ-კვირას დაგეგმილ სამიტს, მთავრობებს თავისი ალტერნატიული გეგმის მხარდაჭერას თხოვს,- თქვა 10-მა დიპლომატმა, ერთმა კი პეკინის კამპანიას შვეიცარიაში გლობალური შეხვედრის „დახვეწილი ბოიკოტი“ უწოდა. ოთხმოცდაათმა სახელმწიფომ და ორგანიზაციამ დაადასტურა მონაწილეობა შაბათსა და კვირას ალპურ კურორტ ლუცერნში გამართულ სამიტში, რომელიც შეეცდება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადებების მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინიდან […]
დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა. ამ უნიკალურ კანიონზე, რომლის უდიდესი ნაწილი დღეს ვიზიტორთათვის მიუწვდომელია, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობა ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიებს მნიშვნელოვან […]
ბალტიის ქვეყნები რუსეთის და ბელარუსის საერთო ენერგოსისტემას 2025 წელს გამოეთიშებიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები 2025 წლის 8 თებერვალს გამოეთიშებიან რუსეთთან და ბელარუსთან ერთიანი ელექტრო სისტემიდან, ხოლო 9 თებერვლიდან შეუერთდებიან ევროპის ელექტრო ქსელს. ამის შესახებ რუსული ინტერფაქსი იტყობინება. „დესინქრონიზაციის პროცესი, რომელიც დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა, დასრულდება მას შემდეგ, რაც ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ელექტროსისტემის ოპერატორები რუსეთსა და ბელარუსს გამოუცხადებენ, რომ ისინი აღარ გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივ სინქრონულ სივრცეში“, – […]