უკრაინამ 254 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში კიდევ 254 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი 221 დამცველის, ზაპოროჟიეს მიმართულებით 25 დაღუპული ჯარისკაცის და ლუგანსკის მიმართულებით დაღუპული 4 დამცველის რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნება. ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში ცხედრები, იდენტიფიცირების შემდეგ, ოჯახებს გადაეცემა.
განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ 123-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ლოსაბერიძე სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის არ დაასახელეს. აქციის მონაწილეები სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, განათლების სამინისტროს 2-ჯერ მიმართეს, იმ მიზეზების გაცნობის შესახებ, თუ რატომ არ წარადგინა სკოლის დირექტორთა შესარჩევ […]
EURO 2024 – დღეიდან ევროპის ჩემპიონატი იწყება

დღეიდან ევროპის ჩემპიონატი იწყება – თბილისის დროით 23:00 საათზე „ევრო 2024“-ის გახსნითი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრები შეხვდებიან. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს – ვილი სანიოლის გუნდი განაგრძობს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი პორტუგალიას შეხვდებიან.
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით 7 ივნისს ახალი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა. ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ: „თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და ახალ L […]
საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. 10-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ხელს უწყობს […]
უქომაგე საქართველოს ნაკრებს სელფის ფანზონებში გერმანიაში

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მისცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ […]
2023 წელს ელევატორებმა ₾253.7 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს – წლიური დატვირთვა შემცირდა

2023 წელს საქართველოში 43 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (25.6%) და კახეთის (23.3%) რეგიონებში იყო განთავსებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, სასაკლაოების, სამაცივრე მეურნეობებისა და მეურნეობების 2023 წლის ძირითადი კვლევის მიხედვით, ელევატორების 11.6% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11.6% იმერეთის რეგიონში, 11.6% ქ. თბილისში, 9.3% შიდა ქართლის რეგიონში, 4.7% – გურიის რეგიონში და 2.3% – აჭარის არ-ში. 2023 […]
არავინ დამიწყოს, თმენის ვალდებულება – ბექა ოდიშარია ნაც.მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტზე

არავინ დამიწყოს, თმენის ვალდებულება – ბექა ოდიშარია ნაც.მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტზე გუშინ სუპერმარკეტში 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნებამ მომაძახა რუსულ კანონზე ხელმომწერი, ბევრი არ გავაგრძელე, არავისთან გვინდა კონფლიქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ოდიშარიას თქმით, რუსულ კანონზე ხელისმომწერი არ არის, რადგან არ არსებობს რუსული კანონი, არსებობს ქართული კანონი. „გუშინ ვიყავი სუპერმარკეტში, რა დროსაც […]
როგორი ამინდი იქნება 15-17 ივნისს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 16-17 ივნისს კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): […]
ირაკლი ქადაგიშვილი – სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაიძლევა, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, გააზრებული და სამართლიანი იყო – ჩვენი საარჩევნო კოდექსი საერთაშორისო სტანდარტზე ცოტა უფრო მაღლა მდგომიც კია

ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გააზრებული და სამართლიანი იყო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო. ქადაგიშვილის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ სამართლებრივ არგუმენტებს ამ ვეტოს შემთხვევაში მაინც მოისმენს. “ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, […]