დანიგანმა გულსაკლავი უწოდა დეზინფორმაციას, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ვრცელდება

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ილიას უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ძლიერი გულისტკივილი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის მიმართ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე. ელჩი ილიას უნივერსიტეტში დაესწრო პროექტ „საბჭოთა მეხსიერების“ პრეზენტაციას. პროექტი მოიცავს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ზეპირ ისტორიებს. აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ, მისი აზრით, შეუძლებელია „პროექტი ამაზე უფრო მნიშვნელოვან დროს დაწყებულიყო, ვინაიდან დეზინფორმაცია, ისტორიული რევიზიონიზმი ნამდვილად საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში“. […]

რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის სამხედრო სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური ავრცელებს. ФСБ წერს, რომ „ქართული ლეგიონი“ ეროვნული ნიშნით ჩამოყალიბებული ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირებაა უკრაინაში. მოსკოვი „ქართულ ლეგიონს“ რუსი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს: მანამდე, უკრაინაში მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილზე რუსეთმა ფედერალური ძებნა გამოაცხადა. […]

ჟურნალისტებმა, რომლებიც ბაიდენის მუშაობას აშუქებენ, შეახსენეს მას ნებისმიერ საკითხზე შეკითხვის დასმის უფლების შესახებ

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავად პრეზიდენტს არ შეუძლიათ აირჩიონ, რა შეკითხვებს დასვამენ ჟურნალისტები. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. ასოციაციამ განცხადება იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნათქვამის შემდეგ გააკეთა. ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე. Bloomberg-ის ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა ჰამასზე, რომელიც […]

უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება აშშ-სთან და 50 მილიარდი | უკრაინის შედეგები G7-ზე

იტალიაში, G7-ის სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. დოკუმენტით შეერთებული შტატები იღებს გრძელვადიან უსაფრთხოების ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას ომში გამარჯვებაში და მომავალში რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შეკავებას. შეთანხმება მოიცავს დახმარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ჯავშანტექნიკა, […]

ჯივიპის მფლობელი, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სემეკის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონალური დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას, კომისიის წევრებს და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა წყალმომარაგების სექტორში […]

GINO Holding-ის ოთხი პროექტი, რომელთა საინვესტიციო ღირებულება €300 მილიონია

ქართულ-სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში €300 მილიონის საინვესტიციო ღირებულების ოთხ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართულ-სლოვაკურმა საინვესტიციო ჯგუფმა საქართველოში 110 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. „ჯინო ჰოლდინგის“ მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარის“ 250 […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ძალიან გვწყინს, როცა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და საქართველოს მოურიდებლად ჰკიდებენ რუსული სატელიტის იარლიყს

ჩვენც ძალიან გვწყინს, როდესაც მსოფლიოში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო დემოკრატიულ და ლიბერალურ კანონს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას. ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს მოურიდებლად რომ ჰკიდებენ რუსული “სატელიტობის” იარლიყს, ეს ძალიან საწყენია და კარგი იქნება თუ მათ გულის წუხილს ამ მხრივადაც გაიგებენ. “ზოგადად, არსებობენ ადამიანები […]

რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში – ოდიშარია პაპაშვილზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ მას სუპერმარკეტში წინასწარ შეკვეთით დახვდნენ. ოპოზიციონერმა აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა წუხელ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში “მონა” უწოდა, რის შემდეგაც, გარეთ გამოსულს თავს დაესხნენ. „ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში?!“ – აცხადებს ოდიშარია. ჟურნალისტის კითხვაზე, მისი დავალებით სცემეს თუ […]

უქომაგე საქართველოს ნაკრებს “სელფის” ფანზონებში გერმანიაში

“სელფი”, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ერონვული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ […]

რა ეტაპზეა შროშისა და ე.წ. ყავების ქუჩის ალტერნატიული სავაჭრო სივრცეების მოწყობა?

შროშის ალტერნატიული სავაჭრო სივრცე მაგისტრალზე შენდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. როგორც bm.ge-ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სავაჭრო სივრცის მოწყობის სამუშაოების 70-80% უკვე დასრულებულია. სამუშაოებს შპს “კუბიქსი” ასრულებს, რომელმაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ იანვარში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა, ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა, ხელშეკრულების თანახმად, […]