ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ქართული ბენდები გამოვლენ

15-16 ივნისს, ბათუმში დაგეგმილ „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები გამოვლენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“ ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად იზრუნებენ. „ყოველწლიური ფესტივალი წელსაც „ანბანის კოშკთან“ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ […]

მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: გადაიქცა “ვეტოვუმენად” – ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც ეტყვიან

ის გადაიქცა ვეტოვუმენად და სურვილი აქვს, იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას. ახლა ვინც აგინებდა, იმ ხალხს იწყალებს და მათთან ერთად პოლიტიკაში დგება – ეს ნიშნავს, რომ ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან. ან პოლიტიკაში გამიშვით, ან პრეზიდენტად გამიშვითო, ახლა უკვე იხვეწება. თქვა ხალხის […]

ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და წინასწარ რეგულაციას საჭიროებს – ComCom

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიქსირებულ ინტერნეტქსელში ჩართული დასახლებებიდან უმეტესობა არაკონკურენტულია. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიღეს შედეგი, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან – 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ – ორ ოპერატორზე, ხოლო სამი […]

რევაზ სოხაძე: სწორედ ფონდმა „ქართუმ“ გადაარჩინა იპოდრომის ტერიტორია განაშენიანებას

„რომ არა ფონდი „ქართუ“ დღეს იპოდრომის მთელი ტერიტორია განაშენიანებული იქნებოდა“ – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო დღეს თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტს განიხილავს, რომელსაც რევაზ სოხაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა მხარს დაუჭერს. როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო […]

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით საგარეო პრიორიტეტების მიღწევა შევძლოთ და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, – აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, სულ ახლახან ბათუმი ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად დასახელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო […]

4-5 ივლისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება

მოხარულები ვართ გაცნობოთ GREDA-სა და Invest In Network-თან პარტნიორობით, ექსპოჯორჯიას მიერ ორგანიზებულ მომავალ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორზეა ფოკუსირებული და გაიმართება 4-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრის მეთერთმეტე პავილიონში. გამოფენა, ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი საუკეთესო პლათფორმა იქნება ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად. საერთაშორისო ფორუმი […]

თუ უკრაინა ამას გააკეთებს, რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს – პუტინის შეთავაზება

ვლადიმერ პუტინი უკრაინას ახალ წინადადებას სთავაზობს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას: როგორც კი უკრაინა დაიწყებს ჯარების გაყვანას დონბასიდან და ნოვოროსიადან და აიღებს ვალდებულებას, არ შეუერთდეს ნატოს, რუსეთის ფედერაცია შეწყვეტს ცეცხლს და მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.

პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს. “უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ დონეცკის, ლუჰანსკის […]

ირაკლი კობახიძესთან სცენის გაზიარება მიუღებელია – სალიომ ბერლინში კონცერტზე უარი თქვა

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი (სასცენო სახელით სალიო) უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ბერლინში, სასტუმრო “ადლონში” 21 ივნისს უნდა გაიმართოს. როგორც მომღერალი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” […]

ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებულ მოქალაქეს ციხეში ტიტუშკები შეუგზავნეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას გლდანის ციხეში ტიტუშკები შეუგზავნეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. ადვოკატი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს რეაგირებისკენ მოუწოდებს. “რუსულმა ხელისუფლებამ და სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა. მაგრამ, ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და ციხეში, თვითონ საკანში, ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები […]