აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის […]

რა შემთხვევაში საჭიროებს მიომა ქირურგიულ ჩარევას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?

საშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიურ პაციენტებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არსებობს ასიმპტომური და სიმპტომური მიომა. ასიმპტომური მიომა საჭიროებს მხოლოდ დინამიკურ დაკვირვებას, ხოლო სიმპტომური მიომა მედიკამენტოზურ ან ქირურუგიულ მკურნალობას, საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაციას ან მიომის რადიოაბლაციას. მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურია კონკრეტულ შემთხვევაში და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. – რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა? – ექიმობა პატარაობიდანვე მსურდა ერთი შემთხვევის გამო. მამა იყო უმძიმესი […]

ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ

15-16 ივნისს, ბათუმში დაგეგმილ „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები იმღერებენ. „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“ ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად იზრუნებენ. ყოველწლიური ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო – საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ […]

საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. 10-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ხელს უწყობს […]

ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. „ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა, კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ […]

თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში წარმატებით განხორციელდა და გრძელდება ისეთი მასშტაბური სოციალური პროექტები როგორიცაა „ოცნების ქალაქი”, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფა, სოციალური სახლების მშენებლობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა, 582 ოჯახი და 800-ზე მეტი ბავშვი ახალ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას გააგრძელებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე ბიუჯეტში მეორე ეტაპთან დაკავშირებით შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები უკვე განსაზღვრულია. „წლების წინ ვთქვი, რომ „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი […]

SALIO-მ ბერლინში კონცერტზე კობახიძის და ოცნების წევრების დასწრების გამო უარი თქვა

რადიო თავისუფლებას მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა (SALIO) უთხრა, რომ უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საელჩოს მიერ გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაორგანიზებულ ღონისძიებაზე. ღონისძიება 21 ივნისს, ბერლინის სასტუმრო ადლონში უნდა გაიმართოს. სალომე კორკოტაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბენდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მიღებაში მონაწილეობის მიღებას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წევრები აპირებენ. “გუშინ […]

“შეძლებს თუ არა საფონოვი დონარუმასთვის კონკურენციის გაწევას?” – ამელიას კომენტარი

ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ, მარკო ამელიამ, “პარი სენ ჟერმენის” მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა. ამელიას თქმით, დონარუმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. “ფანებს, რომლებიც დონარუმას აკრიტიკებენ, ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგებათ. ზოგიერთს კი შეიძლება უბრალოდ მისი შურს. 15 წლის დონარუმა უკვე “მილანის” კარს იცავდა და ამას წარმატებით ახერხებდა. ის ევროპის ჩემპიონიც გახდა და ტურნირზე საუკეთესო იყო, იტალიის ნაკრებში […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ 10 ქვეყანასთან ამზადებს

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. […]

გია ვოლსკი – არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ

არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ, – ეს განცხადება დღეს მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკის თქმით, განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, უსაფუძვლოა იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ. როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, დღეს […]