„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ჯარიმები 150 ათას ლარს აღემატება – კიდევ რა ვიცით მათ შესახებ

12 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილი ქსელი აქვეყნებს მონაცემებს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული მოქალაქეებისა და მათ წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. მოქალაქეთა ნაწილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. 17 ივნისისთვის არსებულ მონაცემებს ავრცელებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ერთ-ერთია ამ 12 არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამ დროის მონაცემებით: · წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას 216 ადამიანს ედავებოდნენ; · აქციების […]
კობახიძის თქმით, ვისაც სურვილი ექნება, ყველა უნდა დარჩეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ყველა უნდა დარჩეს სიაში, ვისაც სურვილი ექნება. „რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. […]
თსუ-ში კომპიუტერული თამაშების ფესტივალი გაიმართა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული თამაშების ფესტივალი „თბილისი დიჯიტალ არენა“ გაიმართა, რომლის მიზანიც კომპიუტერული ინდუსტრიის პოპულარიზაცია იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის შეჯიბრი, სადაც არა ერთი გამარჯვებული გამოავლინეს. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპიუტერული თამაშების ფესტივალი „თბილისი დიჯიტალ არენა“, რომლის […]
ჯაბა სამუშიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მელინე არაკელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა თსუ-სა და ნიდერლანდების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, ქართველი და ნიდერლანდელი სამეცნიერო ჯგუფების HORIZON პროექტებში ერთობლივ მონაწილეობაზე იმსჯელეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ნიდერლანდების სამეფო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, […]
საქართველოში ფულადი გზავნილები ინვესტიციებს 4-ჯერ აჭარბებს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამავე პერიოდში ქვეყანაში გადმორიცხულ ფულად გზავნილებს 4-ჯერ ჩამორჩება. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, 2023 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით კი, იანვარ-მარტში […]
განსაკუთრებული სიცხის გამო, საბერძნეთში კიდევ ერთი ტურისტი გარდაიცვალა

საბერძნეთის კუნძულ მატრაკიზე 55 წლის ამერიკელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია მომხდარის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა. მიმდინარე კვირაში, უჩვეულოდ ცხელი ამინდის დროს, ეს უკვე მესამე ტურისტის გარდაცვალების შემთხვევაა. ამ თვის დასაწყისში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსზე ავიდა, ზუსტად მაშინ, როცა საბერძნეთის ზღვისპირა კურორტებზე, უძველეს ადგილებსა და მთის ბილიკებზე საკურორტო სეზონი დაიწყო. ადრეული სიცხე დაემთხვა ხმელთაშუა ზღვის ქვეყანაში […]
ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა

ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები – Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა. მეტად უსაფრთხო, მრავალფეროვანი ფუნქციონალი და განახლებული ვიზუალი – ასეთია უახლესი თაობის მოდელის ძირითადი მახასიათებლები. იაპონურმა ბრენდმა სამოდელო რიგი ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს უფრო […]
“ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას მთხოვდნენ” – იმედი ჟურნალისტმა დატოვა

სახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დატოვა. შარიქაძემ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და თქვა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი მისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას ითხოვდა. “ჩემი და ტელეკომპანია იმედის თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს! მადლობა […]
ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ჩეხეთში სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. „საქმე გვაქვს სერიოზულ ინციდენტთან ლიბაუს სამხედრო-საწვრთნელ ზონაში, სადაც ჯერჯერობით უცნობი საბრძოლო მასალა აფეთქდა“, – ნათქვამია ჩეხეთის არმიის განცხადებაში. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 9 სამხედრო დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიცია მუშაობს.
სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

2024 წლის 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფრმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის როლი განიხილეს. “მხარეებმა ასევე ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]