ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირთან ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 2023 წლის ნოემბერში შევიდა, მაისში კი მეორე მოსმენით მიიღეს. იგი ითვალისწინებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით მოქმედი პროცედურის ნორმირებას, კერძოდ, შეიცავს უკრაინისა და ევროკავშირის საერთო როუმინგული სივრცის […]

მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტები კი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 6%-ით. მათ შორის, შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები 33%-ით გაზრდილია. „აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი მატულობს, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი შემცირდა. ასევე, კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, […]

20 ივნისს პარლამენტში ანტი-ლგბტ კანონის საკომიტეტო მოსმენები დაიწყება

20 ივნისს საქართველოს პარლამენტი ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ” კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებს იწყებს. 09:00 საათზე განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება, 10:00 საათზე კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს ლგბტ უფლებების შემზღუდველი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ” კანონის პაკეტი წარადგინა და დაასახელა 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული […]

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი – ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს

ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისთვის რაიმე პრაქტიკული გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსპიკერი, ლინ ჯიანი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. „ჩვენ ნატო-ს მოვუწოდებთ, გადაბრალება შეწყვიტოს, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას […]

ლილე ლიპარტელიანი – ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები. შედეგად თბილისის და მცხეთის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ ზედამხედველობის ბერკეტი დაკარგა და GWP-მა წყლის რეზერვუარები სხვადასხვა დროს გაასხვისა. „2008 წლის 14 მაისს შპს […]

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები. „შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემური […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიობუს სიფლებში საგურამო, ზედაზენი, წეროვანი, ახალსოფელი და […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ, სტუდენტურმა კამპანიამ სტარტი აიღო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, სტუდენტურმა კამპანიამ – „ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს“ – სტარტი აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე, მიშელ მუსხელის, ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ორგანიზებით, UEFA Euro 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, […]

15-16 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ნიჩბისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა

15-16 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ნიჩბისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა 15-16 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, სოფელ ნიჩბისში ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა. ბანაკში მყოფ მოსწავლეებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან ერთად ესტუმრა და დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარება უსურვა. საბანაკე სივრცე ციციშვილების სასახლის ტერიტორიაზე მოეწყო, რომლის ისტორიის შესახებ […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქმის მასალებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით დადგენილებები გამოიტანა, – განცხადებას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, […]