რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებულ პროფესორს ესტონეთში 6 წელი მიუსაჯეს

ესტონეთის სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებოდნენ. რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი 2024 წლის 3 იანვარს დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ესტონეთის შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიციის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი უცხო სახელმწიფოს ინფორმაციას აწვდიდა ესტონეთის პოლიტიკურ ვითარებასა და მოკავშირეებთან ურთიერთობებზე. ესტონეთის უსაფრთხოების […]

თელასი აცხადებს, რომ სანამ წყლის პრობლემა იქნება, შუქს არ გათიშავს

სააქციო საზოგადოება „თელასი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით, გეგმიურ სამუშაოებს აჩერებს, შესაბამისად, ამ მიზნით აბონენტებს თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდებათ: „დედაქალაქში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს დედაქალაქის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვალისწინებით სს „თელასი“ დროებით აჩერებს გეგმურ სამუშაოებს. წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია „თელასი“ არ ჩაატარებს საინვესტიციო გეგმით […]

POG: 2010 წელს მომხდარ საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენი გადაისინჯება

პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო – საქმე ეხება მესტიაში 2010 წელს დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ გამოძალვის ფაქტს. “საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურამ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ.ჯ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, […]

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, 2024 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ 2001 წლის კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, ფერიისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შიდა სასოფლო გზისა და ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, მერი ასევე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. სოფელი წინსვლა – მინი სპორტული მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. […]

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიწვევით ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიწვევით ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე და მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ დახუნდარიძე, ევროპის საბჭოს განათლების საკოორდინაციო კომიტეტის (CDEDU) ინიციატივის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ სტრასბურგში გამართულ “ციფრული მოქალაქეობის განათლების” ეროვნული ექსპერტების სამუშაო შეხვედრებზე. ინიციატივა მიზნად “ციფრული მოქალაქეობის განათლების” (DCE) ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას ისახავს და მოიცავს […]

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო საქართველოს მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა

დორტმუნდის ცენტრსა და ქალაქის პარკში საჯარო ფანზონები დაიხურა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩის წინ. მიზეზია მოსალოდნელი უამინდობა, კერძოდ, ძლიერი ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ დორტმუნდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის გამო, საჯარო საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწვეტილება მიიღეს ასევე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი კიდევ სამი ქალაქის: კიოლნის, დიუსელდორფისა და გელზენკირხენის მუნიციპალიტეტებმა. დორტმუნდის […]

ტაგანროგელ სტუდენტს ცხრა წელი მიუსაჯეს ლეგიონ “რუსეთის თავისუფლებაში” გაწევრიანების მცდელობისთვის

მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სამხედრო სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 22 წლის ვლადისლავ პორუჩიკოვს, ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრს, ტაგანროგის საინჟინრო და ტექნოლოგიური აკადემიის სტუდენტს. ის დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას და შესვლას ლეგიონ “რუსეთის თავისუფლებაში”, რომელიც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის. ბრალდების თანახმად, 2023 წლის მაისში პორუჩიკოვი გაემგზავრა საქართველოში, რათა “რუსეთის თავისუფლებისთვის” საზღვარგარეთ მყოფს მიემართა მის რიგებში […]

ოჩიგავას საქმეზე გამოძიება გაგრძელდება, მაჩალიკაშვილის საქმეზე კი არა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ სამომავლო სამართლებრივ პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ გამოძიება „ოჩიგავას საქმის“ წამების ეპიზოდზე გაგრძელდება, ხოლო „მაჩალიკაშვილის საქმეზე“ არ განახლდება. „ოჩიგავას საქმე“ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წლის 16 თებერვალს მიიღო და საქართველოს დანაშაულის არაეფექტურად გამოძიების გამო 20 000 ევროს გადახდა დააკისრა. მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ […]

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატი, ლალი ბუნტური წარუდგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს. მათი ცნობით, იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ” წარმოადგინა. საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი […]