გიორგი ვაშაძე – აშშ-ს ელჩის განცხადება პირდაპირ მკაფიო გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის – რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, განვითარების გზას ვადგავართ ამერიკასთან, ევროპასთან ერთად, თუ ჭაობის გზას ვირჩევთ

აშშ-ს ელჩის განცხადება პირდაპირ მკაფიო გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის- რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, განვითარების გზას ვადგავართ ამერიკასთან, ევროპასთან ერთად, თუ ჭაობის გზას ვირჩევთ, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ს ელჩის განცხადებას საქართველო-ამერიკის პარტნიორობაზე. ვაშაძის თქმით, ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს. „თუ 26 ოქტომბერს ხელისუფლება არ იცვლება, დაივიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან. ვცვლით ხელისუფლებას, ვიღებთ […]
გიგი წერეთელი – „ქართული ოცნება“ კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან აღრმავებს და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

„ქართული ოცნება“ კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან აღრმავებს და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებას. მისი განმარტებით, როდესაც ამერიკის ელჩი განცხადებას აკეთებს, ის მისი სახელმწიფოს სახელით საუბრობს. „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გულდაწყვეტა და კრიტიკული დამოკიდებულებაა […]
19-20 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პეტრე ცისკარიშვილი – ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად

ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად, რადგან ნოვოროსიისკის პორტი თავისი ე.წ. ცენტრალური ჰაბის დანიშნულებით ვეღარ ერევა იმ ტვირთებს, რომელიც შემოდის აღმოსავლეთ სანაპიროზე შავ ზღვაში და რუსეთის პორტებში ნაწილდება შემდეგ ნოვოროსიისკიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენცია, სადაც მოწვეულები არიან […]
“ბუდუ ზივზივაძის პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა..” – რომან გოცირიძე იტალიელი ექსპერტების მოსაზრებებზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებსა და ექსპერტების ნალაპარაკებს განიხილავს: “თამაშზე არაფერს დავწერ. სულ მცირე, არ უნდა წაგვეგო. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამართული პოლემიკის მთავარ თემებს: ბუდუ ზივზივაძე. უნდა გამოეყვანა თუ არა ადრე. ვის ნაცვლად? მიქაუტაძის შეცვლა ბოლო წამამდე დაუშვებელი იყო. კარგადაც თამაშობდა და როცა გოლის გატანაა საჭირო, ყველაზე მეტად […]
თიკა ფაცაციასა და გვანცა დარასელიას სიმღერა გერმანიაში – როგორ ამხნევებდნენ ქართველები ფეხბურთელებს – Marao

18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე გერმანიაში, დორტმუნდში საქართველო-თურქეთის მატჩი გაიმართა. სადებიუტო თამაშის პირველ ნახევარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. სამწუხაროდ, მეტი გოლი თურქების კარში აღარ გასულა და საქართველო 3:1 დამარცხდა. ჩვენი ქვეყანა Euro 2024-ზე ასპარეზობას განაგრძობს და ჩეხეთსა და პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადება. დორტმუნდში გუშინ უამრავი ქართველი შეიკრიბა. ჩვენი ქვეყნის საქომაგოდ არაერთი ცნობილი სახეც იმყოფებოდა, მათ […]
“მამარდას” კარიდან გამოყვანა ამის მაგალითი იყო” – რას აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი?

გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ჯვაროსნების” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. “გიორგი მამარდაშვილის გამოყვანა კარიდან იყო იმის მაგალითი, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რამე დავკარგოთ. ვცადეთ, რომ გიორგის სახით უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონოდა, რომ გოლი გაგვეტანა… ვნახე ფოტოები, ვიდეოები, ვიცი […]
უცხოური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს დადებითად აფასებენ

უცხოური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს დადებითად აფასებენ მოიგო თურქეთმა, თუმცა, ყველა ქართველი ფეხბურთელების თამაშზე წერს. საქართველომ მარცხი განიცადა, თუმცა თავი გმირულად წარმოაჩინა. დებიუტანტებს თავის მაღლა აწევა მართებთ. მათ ახლა უკვე ნამდვილად იციან, რომ მათი ადგილი ამ სცენაზეა, – ნათქვამია „უეფას“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. ვილი სანიოლის გუნდმა დაამტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ ამ დონის […]
ომბუდსმენი: 2024 წელს უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას აქციებზე დაკავებულების მიმართ, ვიდრე 2023-ში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, უსმენენ. მან დეპუტატების წინაშე „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა. მართალია, დოკუმენტი გასულ წელს ეხება, თუმცა ლევან იოსელიანი მოხსენებაში შეეხო 2024 წელს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დაკავებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას. ომბუდსმენის ინფორმაციით, წელს სამართალდამცველები დაკავებულების მიმართ ფიზიკურ […]
არხმა “მატჩ-TV-მ” აჩვენა ქართველი ქომაგების შეძახილი “პუტინ ხ..ო”, შემდეგ ამოჭრა ვიდეოჩანაწერიდან

რუსულმა ტელეარხმა „მატჩ-TV-მ” პირდაპირ ეთერში აჩვენა ქართველი ქომაგების შეძახილი „პუტინ ხ…ო“, მაგრამ შემდეგ ეს ეპიზოდი ამოჭრა ვიდეოჩანაწერიდან. ცნობილი უხამსი სლოგანი, რომელიც მასხრად იგდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქართველმა გულშემატკივრებმა თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს გამართული შეხვედრის დროს გააჟღერეს. საქართველომ მატჩი 3:1 წააგო. ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფარგლებში მომდევნო თამაშებს 22 ივნისს ჩეხეთისა და […]