კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი “სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას” უცხადებს რუსეთს უკრაინასთან მიმდინარე ომში. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა. “ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების და ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”. – […]
რევაზ მილდიანი და ლერი ნეფარიძე ევროპის ვიცეჩემპიონები გახდნენ

საბერძნეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა (U17) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ლერი ნეფარიძემ და რევაზ მილდიანმა (67 კგ.) იასპარეზეს. რევაზ მილდიანმა კონტინენტის პირველობის ატაცში სამივე ცდას წარმატებით გაართვა თავი, 115 / 119 / 121 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში 142 / 146 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. […]
რა ელით კობახიძეს და ღარიბაშვილს? – სად წავიდა 80 მილიონი? – გიორგი ვაშაძის ცნობით, ივანიშვილი პასუხს ითხოვს

პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღება და მისგან გამოწვეული პრობლემები “ოცნებაში” დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდა: “ბიძინა ივანიშვილი ახლა დამნაშავეების ძიებაშია, რადგან ძალიან დიდი ფული დახარჯეს ერთი წლის მანძილზე იმისთვის, რომ შეეცვალათ, ყოველ შემთხვევაში ანგარიში მიუტანეს როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალგაზრდებში და სხვა ადამიანებში შეცვლილი არის დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 80-მილიონზე, […]
“საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია” – ჰერჩინსკი კობახიძეს პასუხობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად, ამბობს: მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი მსგავს განცხადებებზე, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამ კანონის გამო. ევროოკავშირი შემდეგ კვირაში იმსჯელებს საქართველოს საკითხებზე და გადაეგზავნებათ შედეგები მინისტრებს და მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს წინსვლა. ახლა უნდა იმსჯელონ, რა არის საქართელოსთვის კარგი და […]
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად […]
ჩინური ავტომობილების იმპორტი წელს, რეკორდულად, 18.6 მლნ დოლარამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოში 907.3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა, რაც 23.4%-ით ნაკლებია, გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიან იმპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი 20.6%-დან 15.7%-მდე შემცირდა. ავტომობილების ექსპორტიდან 739.6 მლნ-ს შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარ-მაისის […]
რუსეთთან ექსპორტი და იმპორტი შემცირდა – მიზეზები

2024 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. იანვარ-მაისის მონაცემებით, ქვეყნის 8 მილიარდ 432 მილიონი დოლარის ღირებულების სავაჭრო ბრუნვაში რუსეთს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, თურქეთის შემდეგ 11.9%-იანი წილით მეორე ადგილი უკავია. იანვარ-მაისის პერიოდში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 5.3%-ით 1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კლება განპირობებულია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებით. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი […]
მარიამ კალანდაძე სწავლას სექტემბრიდან LSE-ში სოციალური ანთროპოლოგიის 5-წლიან სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული და, ასევე, სოციოლოგიის საგნის ლექტორი, მარიამ კალანდაძე სწავლას სექტემბრიდან LSE-ში (London School of Economics and Political Science), სოციალური ანთროპოლოგიის 5-წლიან სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მარიამმა მოიპოვა LSE Studentship-ის გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. ის ასევე მიიღეს UCL, SOAS და […]
გიორგი ვაშაძე – ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, “ეს რა შარში გამხვიეთო“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი […]
რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვლადიმერ პუტინის თქმით, დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება. სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის […]