თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (რიკოთის ძველი გზა) კმ159-კმ184 მონაკვეთის (ვერტყვიჭალა-ძირულას ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო განახლებული ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე გვერდულები, ხელოვნური ნაგებობები, ლითონის ზღუდარები, შეიცვალა საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 13.4 მილიონი ლარი შეადგინა

ინვესტორების მოზიდვის მორიგი მცდელობა – მთავრობა შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძიებისთვის კვლევებს გადაამუშავებს

OMV Petrom-ის გასვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებისთვის ინვესტორების მოძიების ახალ რაუნდს იწყებს. მთავრობის განკარგულებით, „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ შავი ზღვის შელფის სალიცენზიო ბლოკზე არსებული მასალების გადამუშავება, შეფასება და შედეგების პოტენციურ ინვესტორებთან წარდგენა უნდა უზრუნველყოს. ამ ღონისძიებებს კი „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (GOGC) დააფინანსებს. კორპორაციას 1.4 მლნ ლარის გამოყოფა დაევალა. […]

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს, რომლის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პრაქტიკულად გაყინულია. მისი სიტყვებით, მომავალ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე განიხილება საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების საპასუხო ზომების საკითხი. პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ღრმა მწუხარებით უნდა ითქვას, “ამჟამად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ურთულესი პერიოდია. რამდენჯერმე გავიმეორეთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფხენიანში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. „შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი მხარის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს „სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას“ ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ კონტექსტში, პუტინმა ყურადღება […]

გვარამია: აშშ-ს ელჩის განცხადება არის ძალიან მძიმე და ხისტი, სანქციებს უნდა ველოდოთ EU-სგანაც

აშშ-ს ელჩის განცხადება არის ძალიან მძიმე და ხისტი და სანქციების პირველი პაკეტი უკვე დადასტურებულად განხორციელებულია, რაც ელჩისგან მოვისმინეთ. ასევე მძიმე განცხადება იყო ესტონეთის ელჩისგან, რომელიც ზოგადად მოზომილი ადამიანია, რაც ნიშნავს რომ ევროკავშირის სანქციებსაც უნდა ველოდოთ. ორივე განცხადებაში ნათქვამია, რომ ხალხი კი არ ისჯება, მაგრამ ისჯება მთავრობა, რომელიც ანტიდასავლურ კურსს ატარებს და საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ […]

ჰერჩინსკი: უცხოური გავლენის შესახებ კანონმა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა

ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში, ევროკავშირი განიხილავს შედეგებს. დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზეც – პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ […]

ალექსანდრე დარახველიძე – მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა რთული პროცესებისა და აქციების მართვა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა – იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის “გაშავებას” ისახავს მიზნად, მიუღებელია. […]

პაველ ჰერჩინსკი – ნამდვილად გული მწყდება იმის დანახვით, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია და ამავდროულად, უკრაინასთან და მოლდოვასთან წინ მივიწევთ

ამ კანონის მიღებამ, როგორც ამას მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-მდე გაიზარდა. მისი თქმით, არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

„შამქორი 2024“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება – „შამქორი 2024“ საბრძოლო სროლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს. „საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების […]

სალომე სამადაშვილი – თუ გვინდა უვიზო რეჟიმი აშშ-სთან და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უნდა შეიცვალოს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, როცა ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს სწრაფად დაიწყებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი იმის თაობაზე, რომ საქართველო ან გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ან დაკარგავს დამოუკიდებლობას. „26 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი არამხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის თაობაზე, არამედ ამ ქვეყნის დამოუკიდებლად არსებობის თაობაზე. საქართველო […]