ჩრდილოეთი კორეა და რუსეთი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მთავარი ვალდებულებაა ურთიერთდახმარება აგრესიის შემთხვევაში

ფხენიანში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ხელშეკრულების ხელმომწერი ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის მთავრობას, არმიას […]
გურჯაანში თებერვლის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 541 750 ლარი დაიხარჯება

გურჯაანში თებერვლის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 541 750 ლარი დაიხარჯება საქართველოს მთავრობამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 თებერვალს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის 541 750 ლარის გამარტივებული შესყიდვისთვის განკარგულება გამოსცა, რომლითაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობას სახლის სახურავები უნდა შეკეთდეს. პრემიერის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივ დოკუმენტში წერია: „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს მიეცეს […]
„ჩინეთს გლობალურ არენაზე შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ, ამავდროულად, ვცდილობთ რისკების შემცირებას, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან“ – პაველ ჰერჩინსკი

„ჩინეთს გლობალურ არენაზე შეუცვლელ პარტნიორად განვიხილავთ, ამავდროულად, ვცდილობთ რისკების შემცირებას, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს რომელიმე ქვეყანასთან“ – პაველ ჰერჩინსკი ჩინეთს განვიხილავთ შეუცვლელ პარტნიორად გლობალურ არენაზე, ამავდროულად, ვცდილობთ ჩინეთის გავლენის რისკების შემცირებას, რათა ჩვენი ეკონომიკა არ იყოს ჩინეთზე დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობები სურს […]
უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ უკრაინელმა მოფარიკავემ ელენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მაია გუჩმაზოვას ხელი არ ჩამოართვა. ტურნირი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მიმდინარეობს. შეხვედრა კრივიცკაიას გამარჯვებით, ანგარიშით 15:9 დასრულდა. გუჩმაზოვა უკმაყოფილო იყო კონკურენტის საქციელით, რომელმაც ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. როგორც ეხო კავკაზა წერს, გუჩმაზოვა წარმოშობით ვლადიკავკაზელია, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. შემთხვევასთან დაკავშირებით კი მისი კომენტარი […]
ხატია დეკანოიძე – „ქართული ოცნების“ წევრებისგან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან

„ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ს ვიზების გაუქმების დამალვის მიზეზი არ ვიცი, ალბათ ესირცხვილებათ, რომ დასანქცირებულები არიან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაზე. მისი თქმით, მმართველ პარტიაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, ხელისუფლების წევრები საკუთარ შვილებს აშშ-ში ასწავლიან, „ამ დროს კი, აშშ-ს წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს“. „ყველას […]
ევროკავშირის ელჩი – ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია

ზოგჯერ აშშ-ს ბევრად უფრო სწრაფად მოქმედება შეუძლია და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ შეკითხვას, აპირებს თუ არა ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების შესახებ აშშ-ის პოზიციის გაზიარებას. მისი თქმით, „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ახლო და თანამოაზრე პარტნიორია“. „ჩვენ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ვცდილობთ. თუმცა, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით […]
“კვარას” პრობლემა. გაღიზიანებული დე ლაურენტისის არაადეკვატური მოთხოვნა და მოლაპარაკებების შეჩერებული მისია” – იტალიური მედია

იტალიური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების კარგ ასპარეზობას აღნიშნავენ და ამასთან წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დიდ ზემოქმედებას მის მიმართ პსჟ-ის დაინტერესება იწვევს. “კორიერე დელო სპორტის” მტკიცებით, “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” და ფეხბურთელს დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი. თუმცა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი […]
რატი იონათამიშვილი – სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს

სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ არცერთი კონკრეტული შედეგი არ გვინახავს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. დეპუტატის განმარტებით, მას წინა კვირაში ნიუ – იორკში მაღალი დონის, მეგობრული შეხვედრები ჰქონდა, სადაც მხოლოდ იმ გამოწვევებზე და პროგრესზე ისაუბრეს, რაც საქართველოშია. „სანქციებზე ბევრი საუბარი მოვისმინეთ, მაგრამ […]
პაატა მანჯგალაძე – გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია, ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში

გუშინ ერი ერთიანი იყო, ახლა აუცილებელია, ერთიანობა ვაჩვენოთ ცვლილებების, ევროპის და გამარჯვების აუცილებლობაში, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. „მადლობა ჩვენს ბიჭებს, მართლა თავდაუზოგავად იბრძოლეს ბოლომდე, უბრალოდ არ გაგვიმართლა. მჯერა, რომ ჩვენს ბიჭებს თავის სიტყვა ჯერ არ უთქვამთ და კიდევ ბევრ გამარჯვებას გვაჩუქებენ, რაც ძალიან გვჭირდება ყველას, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს […]
შამქორი 2024“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა

შამქორი 2024“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა ვაზიანის პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება – „შამქორი 2024“ საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს. საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების შესრულებას. […]