„უცხოური გავლენის კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია“ — ჰერჩინსკი

„დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. დიპლომატს დღეს, 19 ივნისს, ჰკითხეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსები გაიზარდა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოური გავლენის კანონის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებზე. სამწუხაროდ ეს მოხდა“, […]

მექაში ჰაჯის შესრულების დროს 550 ადამიანი სიცხისგან დაიღუპა

საუდის არაბეთში, მექაში ჰაჯის შესრულების დროს 550 ადამიანი სიცხისგან დაიღუპა. მექაში ჰაერის ტემპერატურამ დღესასწაულის დროს 52 გრადუსს მიაღწია, რაც მომლოცველთა ნაწილის დაღუპვის მიზეზი გახდა. საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამსახურების თქმით, სულ სიცხისგან 2000-დე ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, იორდანიის, ირანის, ინდონეზიისა და სენეგალის მოქალაქეები. ჰაჯი ტრადიციული მოლოცვის რიტუალია, რომელიც მექაში ყოველწლიურად ტარდება. პილიგრიმები […]

იცით რა მაგიჟებს? – ჩერგოლეიშვილი

იცით რა მაგიჟებს? ფეხბურთის როგორი გადამკვდარი გულშემატკივარიც არ უნდა იყო, უბრალოდ შეუძლებელია, ფიზიკურად და მეტაფიზიკურად წარმოუდგენელია გამარჯვება იმაზე მეტად გინდოდეს, ვინც მოედანზე თვითონ დარბის და ვინც ამ თამაშზე პირად პასუხისმგებლობას იღებს. შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე მეტად უნდოდეს გამარჯვება. შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწრთვნელზე მეტი ჰქონდეს ნაფიქრი, ნამეცადინები, ნავარჯიშები, ნაწვალები იმაზე, როგორ გაიმარჯვოს! […]

თიბისის პარტნიორი აკუსტიკური სერვისების მიმწოდებელი კომპანია Akustiko საკუთარ წარმოებას იწყებს

კომპანია Akustiko უკვე ათი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საქმიანობს. აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია 2014 წელს დაარსდა – იმ დროს, როცა ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ბიზნესი არ არსებობდა. Akustiko-ს დამფუძნებლისა და დირექტორის, ავთანდილ კრავეიშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში, პოტენციური ბიზნეს რისკების გათვალისწინებით სრულიად უცხო ბიზნესის წამოწყება ჭარბი ადრენალინის წყარო იყო დაერთგვარ შემოქმედებით იმპულსსაც შეიცავდა.სწორედ ამან მისცა ბიძგი, […]

“დათქმა დავარღვიე საპატიო მიზეზით… მაშინ სიბნელე იყო და სიმონავე და…” – ხაბურძანია

კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია, სოციალურ ქსელში, წერს: გამონაკლისიე. წ. #️⃣#️⃣პოსტი ჩემგან ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში: ითამაშეს რაც შეეძლოთ და არც თუ ცუდად, კარგადაც, იბრძოლეს, ცოტა მაზალი (გამართლება, იღბალი ებრაულად) დაგვაკლდა, თურქებსაც… კვარაცხელია სულ უფრო ემსგავსება ცუდი პერიოდის დავით ყიფიანს (დიდი ფეხბურთელი), კაშია ვერ არის ჩივაძე, ხინჩაგაშვილი და თვით კალაძეც კი, ქოჩორაშვილი ძალიან […]

ლევან ბეჟაშვილი – ამ არალეგიტიმურობის პირობებში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, ეს ახალმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს

ამ არალეგიტიმურობის პირობებში, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურის საკითხი საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. ეს ახალმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყვიტოს. შესაბამისად, რაიმე სახის მონაწილეობას ასეთ განხილვებში არ ვაპირებთ, რადგან ეს პროცესი მთლიანად არალეგიტიმური იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ახალმა პარლამენტმა არჩევნების შედეგად […]

კახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე – მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან

თბილისის მერ კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, საათის კორპუსის დიამეტრი 40 მილიმეტრია. მის უკანა მხარეს არსებულ მექანიზმში წარმოდგენილია ბურთის დიზაინი, რომლითაც კახა კალაძემ, მილანთან ერთად, მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, […]

წელს რუსეთიდან უცხო ქვეყნების 30 ათასზე მეტი მოქალაქე გააძევეს

წელს რუსეთიდან უცხო ქვეყნების 30 ათასზე მეტი მოქალაქე გააძევეს. ეს თითქმის ორჯერ მეტია შარშანდელთან შედარებით. ასი ათას უცხოელს ეკრძალება რუსეთში შესვლა. ეს 55%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა. მთელი გასული წლის განმავლობაში რუსეთიდან თითქმის 110 ათასი უცხოელი გააძევეს. 2023 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ორ მილიონზე მეტი […]

რას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ “კვარას” თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები…

რას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ “კვარას” თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები… ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი დრამატული მარცხით შედგა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთავარ ფორუმზე გასვლით ყველანი ბედნიერები ვართ!.. ვილი სანიოლის გუნდმა ფართო აუდიტორიას თავი ღირსეულად გააცნო და ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. აი, რა შეიძლებოდა უკეთ, სად იყო უარესის საფრთხე […]

“როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ” – კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას, ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება

“როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ” – კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას, ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება “გაზპრომ-მედიის” გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. კანდელაკი აღნიშნულმა საქციელმა ძალიან აღაშფოთა და […]